ჩრდილოკაროლინელი ჯესიკა ჰეისი ამტკიცებს, რომ მის 1.5 წლის ბავშვს საბავშვო ბაღში ფეხსაცმელი ლენტით „მიამაგრეს“ ფეხზე, რომ ბავშვს გახდა არ შესძლებოდა.
უცხოური გამოცემის ინფორმაციით, დედამ ფოტოები, სადაც ბავშვის დაზიანებული ფეხები ჩანს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ლენტი ფეხზე დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა ბავშვს შემოხვეული, ძალიან მჭიდროდ. ფეხები დასივდა და დალურჯდა,“ - წერს ჯესიკა.
როგორც ბავშის დედა ჰყვება, მომხდარის შესახებ დირექციას შეატყობინა და 2 მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მომხდარის მიუხედავად, ჯესიკა აპირებს ბავშვი საბავშვო ბაღში კვლავ დატოვოს, რადგან მარტოხელა დედაა და დამხმარე არავინ ჰყავს. ჰეისი დარწმუნებულია, რომ მის შვილს ამიერიდან უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ.