დღეს, 9 დეკემბერს ღამით დედამიწა პლაზმის ღრუბელში ჩაიძირება, რომელიც მზეზე ძლიერი აფეთქების დროს გამოიტყორცნება. ამის შესახებ ინფორმაციას მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია ავრცელებს.
„მზეზე აფეთქებით გამოწვეული პირველი გეომაგნიტური დედამიწაზე 2020 წლის 9-10 დეკემბრის ღამითაა მოსალოდნელი. ამის მიზეზი მზის ნივთიერებები იქნება, რომლებიც ჩვენი ვარსკვლავის ატმოსფეროდან 7 დეკემბრის საღამოს მომხდარი აფეთქების დროს გამოიტყორცნა და ამჟამად დედამიწისკენ ვრცელდება“, ― ნათქვამია შეტყობინებაში.
მზის პლაზმის პირველი ღრუბლები დედამიწის ახლო სივრცეს 9 დეკემბრის ღამით მოუახლოვდება, ხოლო აფეთქების ძირითადი ბირთვი დედამიწის ორბიტას შუაღამისას მოაღწევს. ჩვენი პლანეტა მზის ნივთიერებაში მთლიანად იქნება ჩაძირული 10 დეკემბრის შუადღემდე.
მიუხედავად იმისა, რომ მაგნიტური ველის საშუალებით ჩვენი პლანეტა მზეზე მიმდინარე მოვლენების ზემოქმედებისგან დაცულია, მზის მძლავრი აფეთქებები გეომაგნიტურ ქარიშხლებს იწვევს. ეს კი გავლენას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობაზე და ასევე შეფერხებებს იწვევს როგორც სახმელეთო, ისე კოსმოსური საკომუნიკაციო ტექნიკის მუშაობაში.
ლაბორატორიის ცნობით, მზეზე მომხდარი ბოლო აფეთქება C კლასს მიეკუთვნება ― ანუ მინიმალურს. საშუალო M კლასამდე მას სიმძლავრის მესამედი არ ეყო.
მანამდე მზის რენტგენულის ასტრონომიის ლაბორატორიამ გაავრცელა ცნობა დეკემბერში მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლების შესახებ. ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხალი თვის მესამე დეკადაში, 17–21 დეკემბერსაა მოსალოდნელი, როდესაც მაგნიტური ქარიშხლის ძალა კოლოსალურ ნიშნულს — ხუთ ბალს (G5) მიაღწევს.