ინგლისის ქალაქ უეიმუტის მცხოვრები ქალი, რომელიც 9 თვის განმავლობაში სახლიდან პირველად გავიდა, მანქანამ გაიტანა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 62 წლის სარა ლიუისს კორონავირუსით დაინფიცირების ეშინოდა, ამიტომ სახლიდან არ გადიოდა, რადგან ის კლინიკური რისკჯგუფის წარმომადგენელი იყო. რამდენიმე დღის წინ კი, ქალმა გარეთ გასვლა გადაწყვიტა.
ლიუისი ტაქსის დაელოდა, გზის გადაკვეთა დაიწყო, მაგრამ მისი მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანა ვერ შეამჩნია, რადგან ჩანთიდან პირბადეს იღებდა. ქალი ვერც სატვირთოს მძღოლმა დაინახა და ლიუისი გაიტანა. ის მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
წყარო: www.mirror.co.uk