კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი, რომელიც ტყუპებს ელოდებოდა, მშობიარობის წინ კომაში ჩააგდეს. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, ორსული კომაში სპეციალურად ჩააგდეს, რათა უსაფრთხოდ ემშობიარა. ინფიცირებული ქალი, საკეისრო კვეთით ამშობიარეს. როდესაც აზრზე მოვიდა, ვერ იჯერებდა, რომ ეს პატარები მისი შვილები იყვნენ.
ქალი კომაში 16 დღის განმავლობაში იყო.
„ეს მართლაც შემზარავი იყო. ყოველ დღე ვიმედოვნებდი, რომ ჩემი ცოლი მკვდარი არ იყო. ”- ამბობდა ქალის მეუღლე.
ქალის გონზე მოსასვლელად მთელი ოჯახი ლოცულობდა.
მან 770-გრამიანი და 850-გრამიანი გოგო და ბიჭი გააჩინა, ტყუპებმა საავადმყოფო 116-ე დღეს დატოვეს.
ცოლ-ქმარს კი, ტყუპების გარდა ორი შვილი ჰყავს.