Digest Logo

ყუმბარა, რომლის განაღმვასაც პოლიცია ცდილობდა, სექსსათამაშო აღმოჩნდა

1619592816
ყუმბარა

გერმანიაში პოლიცია სექსსათამაშოს გაუვნებელყოფისთვის გამოიძახეს, რომელსაც ყუმბარის ფორმა ჰქონდა. ამის შესახებ  Associated Press-ი წერს.

ჩანთა, რომელშიც ნივთი იდო, ქალაქ პასაუს მცხოვრებლებმა ტყეში აღმოაჩინეს. მას შეეშინდა, რომ ეს, შესაძლოა, ყუმბარა ყოფილიყო და გამნაღმველები გამოიძახა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სექსსათამაშო იყო. ჩანთაში, ასევე, აღმოჩნდა ლუბრიკანტი და პრეზერვატივები.

„ჩვენ გადავამოწმეთ, იყიდებოდა თუ არა მსგავსი რამ ინტერნეტში და აღმოჩნდა, რომ ნამდვილად არსებობს ყუმბარის ფორმის სექს-სათამაშოები“, - განაცხადა ერთ-ერთმა გამნაღმველმა.

გერმანიაში საბრძოლო მასალის, ან იარაღის აღმოჩენა ხშირად ხდება და ის, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის დროიდანაა შემორჩენილი.

სექსსათამაშოდ ნამდვილი ჭურვის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა 2018 წლის მარტში, შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პერუს მცხოვრებლები საკუთარი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, როგორც აღმოჩნდა წყვილმა გადაწყვიტა, ჭურვი, რომელსაც სახლში დეკორაციად იყენებდნენ სექსსათამაშოს ფუნქციით გამოეყენებინათ, რამაც ქალის სიკვდილი გამოიწვია.