Digest Logo

ნორვეგიაში „ფაიზერით“ აცრის შემდეგ ქალებს მკერდის ზრდა დაეწყოთ - რას პასუხობენ ექსპერტები?

1625934271
ძუძუ

ნორვეგიაში ვაქცინა Pfizer-ით აცრილი ქალების ნაწილს მკერდის ზრდა დაეწყო,- ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი NRK - წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი უცნაური გვერდითი ეფექტის შესახებ პირველმა სოციალურ ქსელში 17 წლის ემა ფეკკმა დაწერა, რომელმაც ვაქცინირებიდან ორი კვირის თავზე შენიშნა, რომ ერთი ზომით დიდი ბიუსტჰალტერი ესაჭიროებოდა.

„ეს ჩემთვის ერთგვარი კრიზისი იყო. დამჭირდა შემეძინა ერთი ზომით დიდი ბიუსტჰალტერი“, — წერდა ემა სოციალურ ქსელში, მან ტიკ-ტოკზე ვიდეოც გამოაქვეყნა.

პოსტის კომენტარებიდან გაირკვა, რომ ანალოგიური სიტუაცია ჰქონდა არაერთ სხვა ქალსაც.

გამოცემის ცნობით, როგორც ექიმ ჰენრიხ ბაკმანს მიაჩნია, აღწერილ სიმპტომებს შესაძლოა სრულიად ბუნებრივი მიზეზი ჰქონდეს: აცრის შემდეგ ლიმფური კვანძები დიდდება და ამის გამო მკერდიც იმატებს მოცულობაში.

„ვაქცინირებული ქალების დაახლოებით 10%-ს იღლიებში ლიმფური კვანძები უდიდდებათ. ამის გამო მკერდი ცოტა წინ იწევს და გვეჩვენება, რომ ის გაიზარდა“, - განმარტა ნორვეგიის წამლების სააგენტოს სპეციალისტმა სტეინარ მადსენმა.

ამასთან, მისი თქმით, ეს დროებითი მოვლენაა და მალევე ქრება.

Pfizer-ის ნორვეგიულ წარმომადგენლობაში ირწმუნებიან, რომ მათთვის ცნობილი არ არის მსგავსი გვერდითი ეფექტების შესახებ ქალებში, თუმცა ვაქცინის შემქმნელები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი შემთხვევები მართლაც ხდებოდეს.

წყარო: exclusivetv.ge