ოდესის ოლქში სამხედრო ნაწილის დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 7 დაიჭრა, 19 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„კონოტოპის რაიონში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ქალი და ბავშვი დაშავდნენ.
08:36 საათზე ოდესის ოლქში, ქალაქ პოდოლსკში დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 7 დაჭრილია, 19 დაკარგული.
დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში, 08:38 საათზე, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
დაიბომბა ხიდი მდინარე ინგულეცზე“, - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო.