პოლიტიკოსების ჭარბწონიანობასა და ქვეყანაში კორუფციის დონეს შორის კავშირის შესახებ კვლევა, მონპელიეს უნივერსიტეტის მკვლევარმა პაველ ბლავაცკიმ ჩაატარა. კვლევამ ეკონომიკის დარგში „ანტინობელი“ მიიღო.
მან შეისწავლა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახელმწიფო მოხელეების ფოტოები, რის შემდეგაც თითოეული ქვეყნისთვის საშუალო შეწონილი მაჩვენებელი გამოიყვანა.
ეს მაჩვენებლები ბლავაცკიმ კორუფციის შესახებ მსოფლიო ბანკისა და Transparency International-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს შეადარა და მათ შორის კორელაცია აღმოაჩინა.
მაგალითად, კორუფციის შედარებით დაბალი დონის მქონე ქვეყნებში (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, საქართველო) პოლიტიკოსები უფრო მოწესრიგებულები, უფრო კორუმპირებულ ქვეყნებში კი (ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, რუსეთი და უკრაინა) პოლიტიკოსები უფრო ჭარბწონიანები აღმოჩნდნენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„განადგურებულები ვართ მთელი სამსახური“ - „ომი უხილავ მტერთან“ გრძელდება
წყარო: onlinelibrary.wiley.com