The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში გასარემონტებელი სახლი ტუალეტის და აბაზანის გარეშე 2 მილიონ დოლარად გაიყიდა.
როგორც გამოცემა წერს, 1920-იან წლებში აშენებული ბუნგალო ოკლენდში აუქციონზე გაიყიდა, მისი საწყისი ფასი კი $1,75 მილიონი იყო. ცნობილია რომ სახლის გასარემონტებლად ახალ მფლობელს 200 ათასი დოლარის დახარჯვა მოუწევს.
Barfoot and Thompson-ის სააუქციონო სახლის წარმომადგენელმა, რომელმაც სახლი გაყიდა, აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის უძრავი ქონება ქვეყანაში ძალიან პოპულარულია.
ახალ ზელანდიაში უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბაზარია. უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში სახლი საშუალო ფასი რეკორდულ $943 ათასს აღწევს. შარშანდელ ციფრებთან შედარებით ეს 22%-იანი ზრდაა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სენსაცია - ჩინეთში მაიმუნის ვირუსით ადამიანი გარდაიცვალა
„ქალმა უნდა „გამაფსიხოს“ და გამაბრაზოს“ - კახა კუხიანიძე
წყარო: www.theguardian.com