Digest Logo

სამი თვის მძინარე გოგონას ძაღლი მიეპარა და დაგლიჯა - ტრაგიკული ამბავი

1623153915
ტრაგედია ინდონეზიაში

სამი თვის მძინარე გოგონას სიცოცხლე ოჯახის ძაღლმა იმსხვერპლა. ტრაგედია ირლანდიაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მია ოკონელს თავის საწოლში ეძინა, როდესაც ღამის 2 საათზე ოჯახის შინაური ცხოველი მეორე სართულზე ბავშვთან ავიდა და დაგლიჯა.

სასწრაფო დახმარება ადგილზე მალევე მივიდა, გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პატარა ქალაქის მოსახლეობა მომხდარის გამო შოკშია.

„ჩვენი ქალაქი 1800 მოსახლისგან შედგება, ჩვენ თითქმის ყველა ვიცნობთ ერთმანეთს და გვერდში ვუდგავართ, მომხდარი ტრაგედია ყველა ჩვენგანზე საშინლად აღიბეჭდა, ყველანაირად ვეცდებით, რომ მათ დავეხმაროთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.