საფრანგეთის ქალაქ ლიონის პოლიციამ ქართველი დააკავა, რომელმაც ორი გასროლით ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი ნიკოლას კაკაველაკისი დაჭრა. მღვდელი ამჟამად მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება. მას ღვიძლი აქვს დაზიანებული. ამის შესახებ leparisien.fr იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, გიორგი პ-მ მღვდელს იმიტომ ესროლა, რომ მას და საკუთარ ცოლს შორის ინტიმურ ურთიერთობებზე ეჭვი გაუჩნდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ დამნაშავემ იარაღი დამალა. დაკავებულმა თავისი ბრალი აღიარა.
მანამდე პოლიცია ეჭვობდა, რომ ლიონში მღვდელზე თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო. იმ დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტერაქტი მოხდა, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.
🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
უკრაინაში ზესტაფონელი „კანონიერი ქურდი“ „მაღალო“ დააკავეს
„კანონიერი ქურდის“ და მიშა მესხის ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა
🔘კვირის საინტერესო ამბები:
პრეზიდენტობა მინდა! მძულხართ! - ჭორები თეთრი სახლიდან
(ქართველი) ჯაშუშების ორმაგი ცხოვრება