თურქეთში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი საკუთარი თავის სამძებრო ღონისძიებაში მოხალისედ ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
მედიის თანახმად, 50 წლის ბეიჰან მუთლუ მეგობრებთან ერთად ტყის პირას სვამდა, საღამოს კი სახლში არ მისულა.
როცა მისი მეგობრები უბანში დაბრუნდნენ, მისი მეუღლისგან გაიგეს, რომ ბეიჰანი სახლში არ დაბრუნებულა. კაცის საძიებო სამუშაოებში პოლიცია და მოხალისეები ჩაერთვნენ. ჯგუფს შეუერთდა ბეიჰანიც, რომელმაც არ იცოდა, ვის ეძებდნენ.
ტყეში გასვლის შემდეგ კაცმა საკუთარი სახელი გაიგონა, რომელსაც საძიებო ჯგუფი იძახდა და მათ პასუხი გასცა.
აღმოჩნდა, რომ ბეიჰანი ნასვამ მდგომარეობაში იყო. პოლიციამ კაცი სახლამდე მიაცილა.
ასევე დაგაინტერესებთ👇