მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი კიდევ ერთხელ „აზვირთდა" და ფიქრობს, რომ ამჯერად ის საქართველოში დაბრუნდება.
„ეს 87424678996329- ჯერზე რომ შეგვპირდა, ჩამოვალო, მაშინ ჩავწერე, გახსოვთ? მგონი ეს კოვიდამდე იყო,
მაგრამ ისევ აზვირთდა ჩვენი გოწი და მგონი ამჯელად ალ ტკუობს!
გეხვეწები, არ მანერვიულო, დავაბარებ ხაჭაპურებს გამოგიცხობენ და თუ ჯერ ვეგეტარიანელი არ გახდი, სადმე თონეში გოჭსაც შევაწვევინებთ, ოღონდ არ გადააგდო ხალხი, სჯერათ შენი, იმედი აქვთ.. აბა ჰა, 2 ოქტომბერს, 23:05 გელის თბილისი.
რა ვქნა, ძალიან მეცინება, ბოდიში გადაცმულო ქოც-ნაცებო. გული არ გაიტეხოთ, ყველას ქუჩაზე მოვა გაზაფხული, პარტიებში როტაციის პრინციპით. ესეც ალბათ ოცნებაში გაწევრიანდება მალე და პრემიერად დაგვიბრუნდება, ასეთი პირი უჩანს, გახარიას პრეზიდენტობით.
ისე გულწრფელად მაინტერესებს, პირველს ვის დაეწყება კუჭის აშლილობა და ვინ რას მოიმოქმედებს ამან რომ იკისროს და ჩამოვიდეს…
რამე სამოქმედო გეგმა თუ აქვთ თვითნასწავლ „ვუნდერკინდ” „მინისტრთა კაბინეტს”, ცხოვრების სკოლაში „სწავლით” მესამე წრეზე რომ გამინისტრდნენ…
ძალიან მეცინება, კობახიძის ვარცხნილობა ყალყზე რომ დადგება, თალაკვაძე რომ გაიბადრება შესრულებულ გეგმაზე და „ვანტრილოკვისტები" რომ მითითებებს დაელოდებიან და უცბად გადაწყვეტილება, რომ არ აქვთ მზად. პამპერსი მაინც მოიმარაგეთ….. სერიოზულად ვამბობ", - წერს იუნა შაფათავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„აუ, რას აგოიმებს მსოფლიოს" - რას წერს იუნა შაფათავა დემნა გვასალიაზე
🔵VIDEO: „ჩამოვედი ისრაელში და ნახეთ, რა ხდება აქ" - რა ვიდეოს ავრცელებს თიკა ფაცაცია
🔵VIDEO: „რედაქციაში შემომივარდნენ... ერთი იყო შეიარაღებული" - ენძელა მაჭავარიანს მოკვლას უპირებდნენ?