Digest Logo

ალბერტ ვეილერი: საქართველომ პირველად გააკეთა არჩევანი ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით

1604928697
ბუნდესთაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ალბერტ ვეილერი

„საქართველომ პირველად გააკეთა არჩევანი ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით“. - ამის შესახებ ბუნდესთაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ალბერტ ვეილერი აღნიშნავს.

მისი თქმით, მიზანი იყო და კვლავაც რჩება ქვეყანაში უფრო მეტი დემოკრატიის და პოლიტიკური თანამონაწილეობის უზრუნველყოფა:

საქართველომ პირველად გააკეთა არჩევანი ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით. ძალიან მახარებს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიტიური ანგარიშები. მიზანი იყო და კვლავაც რჩება ქვეყანაში უფრო მეტი დემოკრატიის და პოლიტიკური თანამონაწილეობის უზრუნველყოფა. ჩვენ მზად ვართ საქართველოს ამ მისწრაფებაში მხარი დავუჭიროთ,“ - აღნიშნავს ბუნდესთაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ალბერტ ვეილერი.