ტელეკომპანია „მთავარის“ გენარალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ამერიკაში მიმდინარე არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.
როგორც ცნობილია, აშშ-ში 3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
მან საარჩევნო წარმომადგენლის 273 ხმა მიიღო, რაც არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისია.
შესაბამისად, ამ არჩევნებში ტრამპი დამარცხდა, რასაც ნიკა გვარამია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკაში დემოკრატის პრეზიდენტობა, რამდენიმე მიზეზის გამო უხარია.
„ცხოვრებაში პირველად მიხარია ამერიკაში დემოკრატის პრეზიდენტობა.
რატომ?
⚪ იმიტომ, რომ არასდროს არავის არ დაუშვია მისი გავლენის სფეროს (საქართველოს) რუსეთისთვის გადაბარება იმდენად, რამდენადაც ტრამპს.
⚪ იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა ჩემი სამშობლო ისე რუსული, როგორც ტრამპის დროს.
⚪ იმიტომ, რომ არავის არ დაუშვია, საქართველოს სამი წელი ამერიკის ელჩი არ ყოლოდა, გარდა ტრამპისა. ელჩი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია ქართველი პატრიოტებისთვის.
⚪ იმიტომ, რომ არასდროს არავის არ გადაუყლაპავს სოფლის ბოლო რუსი ოლიგარქის მიერ ელჩის დაბლოკვა და სამი წელი უელჩობა;
⚪ იმიტომ რომ არავინ გაწოლია ისე რუსეთს, სამყაროს მთავარ ბოროტებას, როგორც ტრამპი.
⚪ იმიტომ, რომ ბოდიში და მახატია ამერიკის ეკონომიკაში რა ხდება და დასაქმების ინდექსი როგორია.
⚪ იმიტომ, რომ ამერიკა ჩემთვის, ჩემი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიის იმპორტი და რუსეთის დედის***აა, და არასდროს არ ყოფილა ეს კრიტერიუმები ისე დაჩლუნგებული, როგორც ტრამპის დროს.
ხოდა, აი ამიტომ!“- წერს გვარამია.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
საფრანგეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც მღვდელი დაჭრა