დღეს გადაცემა „ღამის კურიერის“ სტუმარი პოლიტიკოსი ირმა ინაშვილია. მას ჟურნალისტმა აფხაზეთში ვიზიტისა და უკანდაბრუნებული ხატის ამბავი გაახსენა და დაინტერესდა, „ რა გეგმა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ საერთაშორისო ურთიერთობების ირგვლივ. ინაშვილმა შეკითხვა ირონიულად მიიჩნია და აგრესიულად უპასუხა:
„3 თვის მანძილზე იმ ხატმა მადლი დატოვა და წამოიღო კიდეც... მინდა, გული გატკინოთ და დაგამწუხროთ იმის გამო, რომ აფხაზეთში ჩემი ჩასვლა უშედეგო არ ყოფილა.
„თქვენ ასევე, ყურადღება არ მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ რომ მთელი 27 წლის მანძილზე წელს პირველად 30 სექტემბერს აფხაზებმა არ იზეიმეს ქართველ დამპყრობლებზე გამარჯვების დღე და აღლუმი არ ჩაატარეს", - თქვა ინაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვას - იყო თუ არა ეს მისი დამსახურება - ინაშვილმა არ უპასუხა. მან ეს საზოგადოებას მიანდო.