Digest Logo

„ჩვენ ვართ უმრავლესობა, რომლებიც ვთვლით, რომ სხვა ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს და ყველანი ვართ თანაბრები“ - ბიძინა კულუმბეგოვი

1625594427
ბიძინა კულუმბეგოვი

ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვის თქმით მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ქმედებები, რომელიც გუშინ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ძალადობრივმა ჯგუფებმა განახორციელეს.

აღნიშნული კომენტარი ცნობილმა ექიმმა დღეს პარლამენტის წინ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აქციაზე მისვლაც იმ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებამ აჩვენოს რომ ქვეყანაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სურს მსგავს ძალადობრივ გარემოში ცხოვრება 

„ეს არის სრულიად მიუღებელი, ჩვენ გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელშიც არ მინდოდა, რომ გამღვიძებოდა. ამიტომ მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა რომ ქვეყანამ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, ადამიანები, რომლებიც ვთვლით რომ სწორად ვაზროვნებთ და ეს არის სწორედ ქრისტიანული მორალით აზროვნება, რომ სხვა ადამიანი არ უნდა დაიჩაგროს, ყველანი ვართ თანაბრები და ჩვენ ამ მრწამსს შევინარჩუნებთ და ამ ქვეყანას მომავალი მხოლოდ აქ აქვს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა, მისი თქმით, გუშინდელ პროცესებს თვით ორგანიზებულობის ელფერი არ დაჰკრავდა, თუმცა მისი თქმით მნიშვნელოვანია არა ის თუ ვისგან იყო ორგანიზებული, არამედ ის რომ პოლიციამ თავისი მოვალეობა შეასრულოს.

წყარო: rustavi2.ge