საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას გულისტკივილი გამოთქვა, რომ ვერ მიეცა შესაძლებლობა მისი საუკეთესო მასწავლებელი ენახა.
ექსპრეზიდენტმა სიზმარი მოჰყვა, რომელიც გელა ჩარკვიანის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა.
„ისე მოკვდა ვერ მომეცა საშუალება მენახა ის და მეთქვა, რომ ის იყო ჩემი ყველაზე საყვარელი და საუკეთესო მასწავლებელი. მისტიკაა რაღაცა, შეიძლება ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენიმე დღით ადრე, სანამ გავიგე გელას გარდაცვალება, დამესიზმრა პეკინის ქუჩაზე მისი ბინა და თითქოს მისი შვილი – ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო ასევე და ერთად ვიზრდებოდით, მეუბნებოდა, გელა გასულია და ცოტა ხანში დაბრუნდება.
რამდენიმე დღეში გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი.
რა შუაშია ეს? ყველაფერი არის ის, რომ ყოველ ღამე მესიზმრებოდა საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵გელა ჩარკვიანის ტრაგედიებით აღსავსე პირადი
🔵„ნამდვილი ჟანა დ'არკი ხარ“ - სააკაშვილის წერილი
🔵„ქოსატყუილა გიჟი! 7 ნოემბერი რატომ მოუწყო ქართველ ხალხს, იმაზე ისაუბროს...“ - ხოფერია სააკაშვილზე