რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. რადიკალური ჯგუფის წევრებმა პოლიციის ბარიკადები გაარღვიეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. პოლიციამ 10-მდე რადიკალი დააკავა.
„თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მოწინააღმდეგეებმა სამართალდამცველებს ბოთლები დაუშინეს.
პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება. ადგილზე სამართალდამცველები ავტობუსებით მიიყვანეს.
ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას „თბილისი პრაიდიც“ შეუერთდა. აქციაში მონაწილეობას იღებენ როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეები 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.