Digest Logo

„სახეზე გვაქვს მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართული ინვალიდიზაცია“ - მარიამ ჯიშკარიანი

1644052036
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ „წამების მსხვერპლია“. მისი თქმით, სააკაშვილის მკურნალობის პროცესი არაადეკვატურად მიმდინარეობს.

„სიტუაცია არაადამიანური მოპყრობის ფარგლებს სცილდება. 3 თვის განმავლობაში ადამიანი არ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, რაც უკვე მიუთითებს იმაზე, რომ სახეზე გვაქვს მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართული ინვალიდიზაცია. მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს, ჩვენ იქ 1 თვეა შესვლის საშუალება არ გვეძლევა, გამობრძანდნენ და გასცენ საზოგადოებას პასუხი ჯანმრთელია თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რა უმკურნალეს და რა იყო შედეგი ამ მკურნალობის. იგი გადის არაადეკვატურ მკურნალობას, კვლავ ეძლევა ფსიქოტროპული პრეპარატი, მე ამას ცალსახა წამებად განვიხილავ“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ოთახიდან დედაჩემის სამკაულები ავიღე და ვაჩუქე. ვხვდებოდი, რომ ამის გამო დამსჯიდნენ“ - ნიკოლოზ ხაჩიძის სასიყვარულო ისტორია

🔵რატომ გადაწყვიტა აჩი ფურცელაძემ სახლის გაყიდვა და ბრუნდება თუ არა მომღერალი რუსეთში?

🔵„მოხუცდა, ბევრი გადეიტანა. პატარა ბაღანასავით უნდა მოვლა... საბანს შევუკეცავ გარშემო და შუბლზე ვკოცნი. მეშინია, დილით რომ არ მითხრას შემცივდაო“ - გივიკო დიდია ნათელა ბებოზე

🔵„რუსეთი და ჩინეთი გაერთიანდნენ... ნებისმიერი გადაცდომა და მესამე მსოფლიო ომი შემოგვიმტვრევს კარს“ - ლალი მოროშკინა