მომღერალი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ყველასათვის საყვარელი გურული ბებოს, ნათელას შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს. როგორც თავად ამბობს, ბებია ხშირად საუბრობს სიკვდილზე და ნერვიულობს იმაზეც, რომ შვილიშვილს ხაჭაპურს ვეღარ უცხობს.
ემოციურ წერილს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„არ ვიცი არსებობს თუ არა ბებიეს თვალებზე ან ზოგადად, მოხუცზე უფრო სევდიანი რამ.
ნათის ვკითხე: -ნენა, რაზე ფიქრობ -მეთქი და ხაჭაპურზეო მითხრა.
მაგას ვაცხობდი ჩემს გონებაში, მარა აბდლურია აწი მაი, სადღა შემიძლიაო.
გუშინ ღამე ამის გამო ბევრი ვიდარდე, ზოგადად ნათელეს გამო ბევრს ვდარდობ.
არ იმჩნევს, მაგრამ მოხუცდა. ბევრი გადეიტანა. პატარა ბაღანასავით უნდა მოვლა და ყოველ საღამოს, როცა დასაძინებლად მივდივარ, საბანს შევუკეცავ ხოლმე გარშემო და შუბლზე ვკოცნი.
ამას ნაწილობრივ იმიტომ ვაკეთებ, რომ მეშინია, დილით რომ არ მითხრას შემცივდაო.
არცერთი ხანდაზმული არ იმსახურებს სიცივეს. არცერთი დედა შვილის სიკვდილს. სიკვდილზე კი ხშირად ლაპარაკობს, განიცდის.
მე, მე კი მესმის მისი. ვიცი, რომ დეიღალა და რაფერ მტკივა გული მაგის გამო ...
პ.ს ძალიან მიყვარს ჩემი ტკბილი ნენა . ნეტე შემეძლოს ძველებურად მისი გაღიმება“,- წერს გივიკო დიდია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ აჩუქა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მხარდასაჭერი მაისური, რომელიც სასამართლოზე ეცვა