Digest Logo

თბილისში კახა კალაძე იმარჯვებს

1635660511
თბილისის მერი კახა კალაძე Digest.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იმარჯვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.