Digest Logo

„თბილისში მეორე ტური გაიმართება“ - ნიკა მელია

1633191899
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, დედაქალაქში „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო. 

ნიკა მელიას თქმით, მმართველ გუნდს მანიპულაციის გზა არ უნდა მიეცეს.

„დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ ოცნებამ პირწმინდად წააგო დედაქალაქში. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული. ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური. ახლა მთავარია ერთადერთი რამ მომდევნო 2 საათის განმავლობაში თითოეული ხმა დავიცვათ და არ მივცეთ მანიპულაციის გზა ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

ამავე თემაზე:

🔴 თბილისის მერობის კანდიდატების შედეგები სამი ტელეკომპანიის ეგზიტპოლების მიხედვით

🔴 „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე ლიდერობს

🔴 IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ნიკა მელია ლიდერობს

🔴 „ქართული ოცნება“ -38.6 %, ენმ - 33 %, „საქართველოსთვის - 7.6%“ - IPSOS-ის ეგზიტპოლის შედეგები - თბილისის მონაცემებით

🔴 „ქართული ოცნება“ - 47.6%, ენმ -27.1% , „საქართველოსთვის“ - 6.8 - GORBI-ის ეგზიტპოლის შედეგები

🔴 Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე 43%-ით ლიდერობს