Digest Logo

3 ოქროს წესი, თუ როგორ გაიუმჯობესოთ ძილი

1601479394
ძილის რუტინა

„დაიჯესტი“ გთავაზობთ 3 ოქროს წეს, თუ როგორ გაიუმჯობესოთ ძილის ხარისხი:

მზის სხივების ზემოქმედება

ჩვენი სხეული მზის სინათლეს იყენებს სახელმძღვანელოდ, რომ გავიგოთ როდის უნდა დავიძინოთ და როდის გავიღვიძოთ. დღის განმავლობაში მზის ზემოქმედება ჩვენს სხეულს ფხიზლად, ენერგიით ამყოფებს და უზრუნველყოფს ცოდნას, რომ საღამოს ძილის დროა. თუ დღის განმავლობაში საჭირო დროს გაატარებთ გარეთ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, ეს ხელს შეუწყობს ბუნებრივი რიტმების მოწესრიგებას.

ივარჯიშეთ დღის განმავლობაში

ფიზიკური ვარჯიშით ჩვენი სხეული იღლება, განსაკუთრებით კი ისეთი ინტენსიური ვარჯიშით, როგორიცაა კარდიო. სისტემატიური ვარჯიშის შემთხვევაში, სხეული უფრო მეტად იქნება მიდრეკილი ძილისა და დასვენებისკენ, რაც აუცილებლად გააუმჯობესებს ძილის ხარისხს.

ცხელი შხაპი ძილის წინ

ცხელი აბაზანა ან შხაპი ძილის წინ აძლიერებს სისხლის ნაკადს, ამცირებს კუნთების დაღლილობას, ამშვიდებს სახსრებს და სხეულს. საღამოს რიტუალური აბაზანის შემდეგ კი უფრო სწრაფად და ღრმად დაიძინებთ.