
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დილის საუზმე ჯანმრთელობისთვის მეტად მნივნელოვანია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ ის.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ, 4 ყველაზე მარტივად მოსამზადებელ საკვებს, რომელიც შეგიძლიათ დილით მიირთვათ;
ხილის სალათი
ხილის სალათი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც დილით არ აქვს მადა. ხილის მიღება უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მზა წვენის დალევა, რადგან ხილი მეტ საკვებ ბოჭკოს და ნაკლებ შაქარს შეიცავს.
ბოსტნეულის ომლეტი
თუ გაქვთ რამდენიმე წუთი საუზმის მოსამზადებლად, კარგი არჩევანია ბოსტნეულის ომლეტი. აიღეთ 3 კვერცხის ცილა და ერთი გული. კვერცხის ცილა მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილებით, გული კი შეიცავს A და B ჯგუფის ვიტამინებს, ქოლინს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. დაამატეთ კვერცხს წვრილად დაჭრილი ბოსტნეული, მაგალითად: ისპანახი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი ან სხვა ბოსტნეული გემოვნებით.
გაწურული მაწონი
გაწურვისას მაწონი ინარჩუნებს სასარგებლო ვიტამინებს, მინერალებს და ცილებს, მაგრამ შეიცავს ნაკლებ ნახშირწყლებს. გაწურული მაწონი შეგიძლიათ მიირთვათ დაჭრილ ხილთან ერთად.
შვრიის ფაფა
შვრია – ადვილად ათვისებადი პროდუქტია. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, კალციუმით ფოსფორით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. შვრია ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტიმულირებას, ახდენს გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების პრევენციას. მიირთვით უშაქრო შვრიის ფაფა. იმისათვის, რომ ფაფა გახდეს უფრო გემრიელი, დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი და ქიშმიში.