ექიმი ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებულ რჩევებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას აწვდის.
ამჯერად, ექიმის სტატუსი იმ წამლებს შეეხება, რომლებიც უნდა მივიღოთ თუ კოვიდადებითები ვართ და სახლში ვმკურნალობთ. ასევე, გვიზიარებს იმ წამლების ჩამონათვალს, რომლის მიღებაც აკრძალულია.
პარაცეტამოლი
შეგიძლიათ დალიოთ 38-38.5 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურის დროს, 500 მგ-იანი 1 ცალი ტაბლეტი ზრდასრულებმა და ნუროფენი უფრო ეფექტიანია ბავშვებში. პარაცეტამოლი შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ 5-6 საათში ერთხელ!
პარაცეტამოლი მოქმედებს როგორც სიცხის დამწევი მხოლოდ 38 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე. უფრო ნაკლებ ტემპერატურაზე სიცხეს არ დაგიწევთ. მხოლოდ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.
გაითვალისწინეთ რომ პარაცეტამლს ჭარბ დოზებში აქვს მძიმე ჰეპატოტოქსიური ეფექტები. მიღების დოზებს მოეკიდეთ ძალიან ფრთხილად და მოიხმარეთ საჭიროებისამებრ.
ნიმესილი
ეს პრეპარატი არ მიიღოთ! ამერიკასა და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ნიმესილი უბრალოდ აკრძალულია. იმიტომ, რომ გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. კი, მესმის, ტკივილს შეიძლება ყველაზე კარგად აყუჩებს, მაგრამ როგორც გითხარით ძალიან, ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის.
ანტიბიოტიკები
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თვითნებურად! ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე. ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი „მეგობარი” ბაქტერიაა და ანტიბიოტიკი ასუსტებს მათ. შესაბამისად, ასუსტებს ორგანიზმსაც! გაითვალისწინეთ, რომ კორონა ვირუსია და არა ბაქტერია. ეს აბსოლიტურად სხვადასხვა ბიოტური ფორმებია!
ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ კორონავისურით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევაში. მაგრამ ექიმის გასინჯვის გარეშე ვერავინ გაიგებთ, გაქვთ თუ არა პნევმონია.
მეორე მომენტი დოზის და მიღების პერიოდის სწორად შერჩევაა, რაც ექიმმა უნდა გააკეთოს.
არასწორი მკურნალობა უფრო სახიფათოა, ვიდრე არმკურნალობა.
ნუ მიიღებთ „იმუნიტეტის გასაძლიებელ“ პრეპარატებს. ვირუსის არსებობის შემთხვევაში, ისინი უფრო მეტად შეუშლიან ხელს ორგანიზმს ბრძოლაში, ვიდრე დაეხმარებიან. ეს იგივეა, სკოლაში გაკვეთილს რომ კარგად ვყვებოდით და ოროსანი მერხის მეგობარი ცდილობდა წიგნიდან ეკარნახა უმიზნო წინადადებები. ხელს გვიშლიდა, მეტი არაფერი..ასეა აქაც.
ასპირინი და კარდიომაგნილი
არ მიიღოთ თვითნებურად. თქვენ ხომ არ იცით, მომატებული გაქვთ თუ არა დე-დიმერი ან ფიბრინოგენი. და თუ არ გაქვთ და მაინც დალევთ, თქვენს ორგანიზმს აუცილებლად ავნებთ!
სითხეების დალევა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია! წყალი ცალკე 2 ლიტრი მინიმუმ დღეში + ჩაი და დამატებითი სითხეები.
მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გადაიტანეთ ყურადღება რამეზე, დაისვენეთ და მიეცით თქვენს იმუნურ სისტემას საშუალება „კონცენტრირდეს“ ვირუსთან ბრძოლაზე!
მას ეს შეუძლია! თქვენს ორგანიზმში 1 და 2 კი არა, ასი ათასობით უჯრედი იბრძვის თქვენი ჯანმრთელობისთვის!
იმოძრავეთ ოთახში ზომიერების ფარგლებში, იყავით ფიზიკურად აქტიურები - გვირჩევს სხილაძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
მინდა, ისეთ თემაზე ვილაპარაკო, რაზეც ექიმების უმეტესობა საჯაროდ არ საუბრობს - ზარქუა
რა შემთხვევაში უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი კოვიდინფიცირებულმა - პაატა იმნაძის განმარტება
ვაშლის ძმარი თითო ჩაის კოვზი, ერთ ჭიქა წყალში ხშირად გამოიყენეთ - ექიმი გვირჩევს