Digest Logo

ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან 4 საათზე მეტს ატარებენ, სახსრების ტკივილი აწუხებთ - ექიმის რჩევები

1603202894
ექიმი ნინო ჭოლოკავა

​ბავშვთა ორთოპედი ნინო ჭოლოკავა ძვალ-სახსართა სისტემის ჩამოყალიბებაში, ფიზიკური აქტივობისა და კვების როლზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ეკრანთან ხანგრძლივად ყოფნა ბავშვებს სახსრების პრობლემებს უქმნის.

ჭოლოკავა მშობლებს ურჩევს, რომ პატარებს თამაშისთვის სპეცილური დრო გამოუყონ, რადგან ის ბავშის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

„იმისთვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს და არ გვქონდეს რაიმე პრობლემები ძვალ-სახსართა სისტემასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია მოძრაობა. უნდა გავიაზროთ, რომ მოძრაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ძვალ-სახსართა სწორი ჩამოყალიბებისთვის. ბოლო მონაცემებით, თუ ბავშვები დღეში 4 საათს ან მეტს ატარებენ ეკრანთან, მათ 65 %-ს სახსრის ტკივილები აღენიშნება. მნიშვნელოვანია, პანდემიის დროს იზოლაციაში ყოფნისას ყურადღება მიაქციოთ ფიზიკურ აქტოივობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ხშირი შესვენებები ეკრანთან ყოფნისას. მშობელმა უნდა დაგეგმოს პატარების ფიზიკური აქტივობა.

ძალიან მნიშვნელოვანია - სეირნობა, ველოსიპედით ან ფეხით გასეირნება. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ასაკობრივი ჭრილებიც. 7-8 წლამდე მნიშვნელოვანია თამაში. ბავშვს როგორმე მოუწყვეთ სივრცე, სადაც ის ბევრს ითამაშებს. ამ ასაკში ბავშვი და მისი ძვალ-სახსროვანი სისტემა ვითარდება თამაშით. უფრო მოზრდილისთვის ეცადეთ დაგეგმოთ რაიმე სახის სპორტული აქტივობა. ეს მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - გვირჩევს ნინო ჭოლოკავა.