ექიმი ზაზა თელია წერს რომ, ვიტამინები და მულტივიტამინები იმუნური სისტემისთვის სასარგებლო არ არის. მისი თქმით, როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და „დაამარცხოს“ გაციება და სხვა რიგი ინფექციები.
ექიმი მკითხველს 12 რჩევას აძლევს იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:
„საზოგადოებაში, სამწუხაროდ, გავრცელებულია მითი იმის თაობაზე, რომ ვიტამინები ან მულტივიტამინები აძლიერებს იმუნიტეტს (Boost Immune System).
ასევე სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია ვიტამინების მიღების აგიტაციას ახდენენ ექიმები, თუმცა ამის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.
იმუნური სისტემის „გასაძლიერებლად" ადამიანები რეგულარულად იღებენ ამ ტიპის დანამატებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის წევრებს.
სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიტამინების მიღება დანამატის სახით რაიმე სახის სარგებელს აძლევს ადამიანს, არ არსებობს და მეტიც, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის ორგანიზმში რომელიმე კონკრეტული მიკროელემენტის ნაკლებობა, მისი დანამატის სახით მიღება არ არის რეკომენდებული და პოტენციურად შესაძლოა, სახიფათო იყოს იმის გამო, რომ ჰიპერვიტამინოზით (ვიტამინის ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატება) ადამიანს დაემართოს ტოქსიკოზი ან სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები.
ასევე მულტივიტამინების მიღებით არ ხდება ორგანიზმის დაცვა ვირუსებისგან ან სხვა ინფექციებისგან.
იმისათვის რომ იმუნურმა სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და იყოს ძლიერი საჭიროა:
1. ჯანსაღი კვების რუტინა, წყლის მიღება;
2. ფიზიკური აქტივობა, რეგულარული ვარჯიში;
3. მოწესრიგებული ძილი, მინიმუმ 6 საათი;
4. თამბაქოს ელიმინაცია, მეორე და მესამე ხელით მოწევისგან თავის არიდება;
5. ჭარბი ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა;
6. პირადი ჰიგიენა;
7. წონის კლება, კუნთის ჰიპერტროფია
8. მედიკამენტების მიღების შეზღუდვა
როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და „დაამარცხოს“ გაციება და სხვა რიგი ინფექციები.
12 რჩევა იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:
1. ჭამე ხილი და ბოსტნეული - სხვადასხვა ფერები;
2. თავი დაანებე მოწევას;
3. დაკავდი სექსით ხშირად;
4. იყავი პოზიტიურად განწყობილი;
5. ხშირად დაიბანე ხელები და სახე;
6. ივარჯიშე სისტემტურად, ხშირად;
7. ჩამოაყალიბე შენი სოციალური ქსელი;
8. გაიცინე ხშირად;
9. შეზღუდე ჭარბი ალკოჰოლის მიღება;
10. გქონდეს კარგი ძილი - მინიმუმ 6 საათი;
11. სკეპტიკურად იყავი განწყობილი მცენარეული და საკვები დანამატების მიმართ, მათი მიღება არ არის რეკომენდებული და პოტენციურად სახიფათოა;
12. კარგია შინაურ ცხოველებთან კონტაქტი - აუცილებელია ისინი იყვნენ აცრილები სხვადასხვა ინფექციების მიმართ,“ - აღნიშნავს ზაზა თელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვის დაუდგა ბედნიერი პერიოდი - ასტროპროგნოზი მთვარის მიხედვით
🔵7 საბედისწერო თარიღი, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრამდე, თქვენს ცხოვრებას შეცვლის
🔵ეს 3 ნიშანი ოქტომბერში გამდიდრდება