Digest Logo

გორში გავრცელებული ინფექციის წამალი არ არსებობს - ყველაფერი ნოროვირუსის შესახებ

1602156358
ნოროვირუსი

გორში გავრცელებულ დაავადებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კვლევები დაასრულა. კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ქალაქში გავრცელებული იყო ნაწლავური ინფექცია ნოროვირუსი.

რა არის ნოროავირუსი?

ნოროვირუსი, რომელიც იწვევს დიარეას და ღებინებას, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. მას ხშირად „ზამთრის ღებინების ჭიასაც“ უწოდებენ, რადგან უფრო ხშირი შემთხვევები ზამთარში ხდება, თუმცა მისით დაინფიცირება წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

ნოროვირუსი თავისით გაივლის რამდენიმე დღეში.

საკუთარ თავზე ან ბავშვზე მზრუნველობა ინფიცირების პერიოდში, ჩვეულებრივ სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.

თუმცა, ამ დროს უნდა მოერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მათ შორის ექიმთან ვიზიტის დროს მოსაცდელ ოთახში ყოფნას, რადგან ეს ვირუსი ძლიერ გადამდებია და შეიძლება ძალიან ადვილად გავრცელდეს. ექიმთან ვიზიტის ნაცვლად უმჯობესია, თუ რჩევებს დისტანციურად მიიღებთ.

ნოროვირუსის სიმპტომები

  • უეცრად გაგივითარდათ გულისრევის შეგრძნება
  • გაქვთ ე.წ. „შადრევანივით ღებინება“
  • ძალიან თხელი, წყლიანი დიარეა
  • ზოგიერთ ადამიანს ასევე აღენიშნება დაბალი სიცხე, თავის ტკივილები, მუცლის მტკივნეული სპაზმები და კიდურების ტკივილი.

ეს სიმპტომები დაინფიცირებიდან ერთ ან ორ დღეში ვითარდება და ძირითადად, გრძელდება ორი ან სამი დღის განმავლობაში.

ვირუსის გავრცელება

ნოროვირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება, ამიტომ ავადმყოფობის პერიოდში აუცილებელია ხელების ძალიან ხშირად დაბანა და ამ დროს არ შეიძლება სამსახურში ან სკოლაში წასვლა სიმპტომების გავლიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში, რომ თავიდან აიცილოთ ამ ვირუსის სხვაზე გადადება.

და ბოლოს, ნოროვირუსის სამკურნალო საშუალება არ არსებობს. უნდა მისცეთ მას საშუალება, რომ თავისით გაიაროს.