ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების
Poaceae-მარცვლოვნების მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
მცირე რაოდენობით დაფიქსირდება: Asteraceae-რთულყვავილოვნების,Urtica-
ჭინჭრის და Humulus-სვიის მტვრის მარცვლები.
საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის Chenopodium - ნაცარქათამას ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
ყვავილობა დაიწყო ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარემ Ambrosia-ამბროზიამ და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.
სოკოვანი ალერგენების: Alternaria-ალტერნარიას და Cladosporium-კლადოსპორიუმის
სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მენსტრუალური ციკლის რა პერიოდია ხელსაყრელი დაორსულებისთვის?