Digest Logo

​მენსტრუალური ციკლის რა პერიოდია ხელსაყრელი დაორსულებისთვის?

1627640357
​მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლის რა პერიოდია  ხელსაყრელი დაორსულებისთვის? - ამ თემაზე მედიაპორტალ MomsEdu.ge-ს მეან-გინეკოლოგი  ეკა ბუკია ესაუბრა.

„სპერმატოზოიდების სიცოცხლის უნარიანობა 3-დან 5 დღემდეა. ორსულობის დადგომა კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ოვულაციის დროს კვერცხსავალ მილებში ან საშვილოსნოში არის ცოცხალი სპერმატოზოიდები.

საშუალოდ ქალების უმეტესობას ოვულაცია აქვთ მენსტრუალური ციკლის მე-14 დღეს. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მენსტრუალური ციკლი 28 დღეზე ნაკლებია, ოვულაცია შეიძლება მოხდეს უფრო ადრე. თუ არ გსურთ დაორსულება, უმჯობესია, გამოიყენოთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ვაგინალური სანთლები ან კონდომი (პრეზერვატივი).

რა არის ოვულაცია? - ეს პროცესია, რომლის დროსაც ფოლიკული სკდება და საკვერცხიდან გამოდის მომწიფებული კვერცხუჯრედი. ოვულაცია თვეში ერთხელ ხდება - მომწიფებული კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გადადის კვერცხსავალ მილში. სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის შეხვედრა ხდება კვერცხსავალ მილში, თუ არ არის არანაირი პრობლემა (სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედი ჯანსაღია, კვერცხსავალი მილები გამტარია), მოხდება განაყოფიერება. კვერცხუჯრედი სიცოცხლისუნარიანია 12-24 სთ-ის განმავლობაში, სპერმატოზოიდი სიცოცხლისუნარიანია 3-დან 5 დღემდე. კვერცხუჯრედის იმპლანტაცია საშვილოსნოში კი ოვულაციიდან 6-12 დღეში ხდება.

​თუ აწარმოებთ ოვულაციის მონიტორინგს, მაშინ დაორსულებისთვის ხელსაყრელია დაუცველი სქესობრივი ცხოვრება ოვულაციამდე 3 დღით ადრე, ოვულაციის დღეს და ოვულაცის შემდეგ 1 დღე. თუ არ გეგმავთ ორსულობას, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ დღეებში უნდა გქონდეთ დაცული სქესობრივი ცხოვრება“, - აცხადებს მედიკოსი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

9 რჩევა მოგზაურობისას და კურორტებზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის

„მშობლებს ჰგონიათ, რომ გონიერია ბავშვი, რომელმაც იცის, როგორ ჩართოს ეკრანი და იპოვოს სასურველი თამაში...“

„რეკომენდებული არაა, რომ ბავშვმა ატაროს მზის სათვალე ვარდისფერი, ლურჯი ან ცისფერი შეფერილობის ლინზებით“

წყარო: momsedu.ge