Digest Logo

იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტების გამოყენება ძუძუს კიბოს - რა აჩვენა კვლევებმა

1624720437
ოფლიანობა

ცნობილი ექიმი, დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში  დეოდორანტების შესახებ წერს და ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს. დერმატოლოგის თქმით, აღნიშნული მითის გავრცელებას გარკვეული მიზეზი ჰქონდა, თუმცა ეს ყველა ადამიანზე არ მოქმედებდა.

„ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა ალუმინის შემცველობის გარეშე დეოდორანტების გამოყენება.

მატულობს თუ არა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ან იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოს?

ამ მითის გავრცელების მიზეზი შემდეგია - გარკვეული წლების წინ პაციენტებს სხივური თერაპიის ჩატარების წინ რეკომენდაციას აძლევდნენ არ გამოეყენებინათ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები რადიაციის დროს, რადგან პოტენციურად არსებობდა რისკი, რომ ალუმინმა შესაძლოა გააღიზიანოს კანი, რომელმაც მიიღო რადიაციის გარკვეული დოზა. შემდეგ რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ალუმინი ამ გაღიზიანებასაც არ იწვევს

https://www.redjournal.org/.../S0360-3016(11.../abstract

ჩატარებულმა დიდმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 1600 ადამიანი, კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ალუმინის შემცველი პროდუქცია უსაფრთხოა და არ ასოცირდება ძუძუს კიბოს განვითარებასთან.

ასე რომ, გამოიყენეთ ალუმინის ქლორიდის (Aluminum Chloride) შემცველი ანტიპერსპირანტები ოფლიანობის შესამცირებლად, რადგან მხოლოდ ის არის ამ მხრივ ეფექტური და არა სხვა არაფრის მომცემი მცენარეული საშუალებები თუ დეოდორანტები,"- წერს ზაზა თელია.