Digest Logo

კიდევ 8 რამ, რაც ჩვენი ფულით პარლამენტს უნდა ვუყიდოთ

1608209687
შგშდგასდგადფგასდრგფსდტჰგ

ბრძოლა წესების გარეშე... ლურჯ კუთხეში, „ქართული ოცნების“ სიის მესამე ნომერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდროფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, აქ შევჩერდები, ბევრს არ გავაგრძელებ, გახლავთ ირაკლი კობახიძე.

წითელ კუთხეში, „ნაციონალების“ პირველი ნომერი მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე...

ნუ ღელავთ, ისინი არ ჩხუბობენ, უბრალოდ პარლამენტში მყოფი ადამიანების მრავალ პროფესიულობა გაჩვენეთ.

პრინციპში, პარლამენტში ჩხუბი ვისღა უკვირს?

ალბათ, მეტყვით, ბუბა ხომ არაა პარლამენტშიო, ბოიკოტს უცხადებს 2020 წლის პროპორციულ არჩევნებსო, დიახ მაგრამ არ დაგავიწყდეთ, შესაძლოა, ყოფილიყო.

ამიტომ, აქვე გეტყვით, რატომ დავიწყე ამაზე საუბარი...

„ქართული ოცნების" დეპუტატმა, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში თქვა, რომ პარლამენტში, შეიძლება, შეიძინონ ფორტეპიანო, რომელზეც თავად დაუკრავს.

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რას დაემსგავსებოდა პარლამენტის შენობა, იქ მყოფი ყველა დეპუტატისთვის მისი პროფესიის შესაბამისი ინვენტარი რომ შეეძინათ.

გთავაზობთ 8 ნივთს, რომლის ყიდვაც პარლამენტს ჩვენივე ფულით პარლამენტარებისთვის მოუწევდა:

🔘 ფორტეპიანო

დიახ, ასეთ სოციალურად მძიმე ფონზე, მშიერ მოქალაქეებს სულიერი საზრდო მაინც გვქონდეს.... ელისო ბოლქვაძის თქმით, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მას მეტი სულიერება ექნება...

🔘 საფეხბურთო მოედანი

ზევით აღვნიშნე, თუ როგორი მრავალპროფესიული პარლამენტი შეიძლებოდა გვყოლოდა. ჰოდა, რატომ არ შეიძლება საფეხბურთო მოედანიც შევიძინოთ, იქნებ წარსულის გახსენება უნდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარს, ლევან კობიაშვილს.

🔘 საკალათბურთო მოედანი

ფორტეპიანოსა და საფეხბურთო მოედნის შემდეგ საკალათბურთო მოედანიც ვიყიდოთ, ეს ერთგვარი ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაც იქნება და ვიქტორ სანიკიძეც თავის ჭიას გაახარებს.

🔘 კანაფი

რატომ გაგიკვირდათ? მმართველი გუნდის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დროა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციასაც მივხედოთ.... დარწმუნებული ვართ, იაგო ხვიჩია რომ პარლამენტში შესულიყო, კანაფის შეძენას მოითხოვდა....

🔘 ფონოგრამა

ნუ გიკვირთ, კარგი ფონოგრამა და ფონოგრამის სწორად ჩართვა, ქართულ ოპოზიციურ პარტიას, კერძოდ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უჭირს.

ხომ გახსოვთ, თავისუფლების მოედანზე „ნაციონალების“ შემაჯამებელ კონცერტზე, სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისო“ რუსულად რომ შეასრულა. ეგ ფონოგრამის ბრალი ყოფილა და ჩართვა შეეშალათ... ამიტომ, პარლამენტში საჭიროა ხარისხიანი ფონოგრამები და 1-2 მემონტაჟე.

🔘 ბანკი

დიახ, რა მოხდა, მევახშეობა ხომ უნდა აიკრძალოს, ამიტომ პარტია „ლელოსთვის“ ახალი, პატარა „ბანკუშკა“ რომ იყიდოს პარლამენტმა არაფერი დაშავდება. თან ხალხისთვისაც მომგებიანი იქნება, რადგან ხაზარაძეს თუ დავუჯერებთ სესხები დაბალ პროცენტში იქნება...

🔘 სატელეფონო ჯიხური

რადგან ჩვენი პარლამენტი ჭრელი უნდა ყოფილიყო, სატელეფონო ჯიხურის შესყიდვაც დაგვჭირდებოდა, ალეკო ელისაშვილისთვის. ხომ გახსოვთ, მისი წინასაარჩევნი კამპანია, „ალეკო გისმენთ“, ჰოდა, პარლამენტში ყოფნის დროს მოსმენებში ხელი რომ არ შეეშალოს, ჩავუდგათ, ბატონო, ერთი ბრიტანული სტილის სატელეფონო ჯიხური.

🔘 რინგი

ქვეყნის მოსალოდნელ, ჭრელ პარლამენტს, ერთი რინგი აუცილებლად ესაჭიროება. მაინც, აზრთა სხვადასხვაობა თავისას შვრება, ქართველი ხალხი კი პარლამენტარებისგან სანახაობის დადგმას მიჩვეულია...

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

კიკაბიძე თავისუფლების მოედანზე „თბილისოს“ რუსულად მღერის (ვიდეო)

„ვარ მიშას მიმხმარე!“ vs „მიშა მოღალატეა“- რისი თქმა სურს სანიკიძეს?