ინფექციონისტ, მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციისას საყურადღებოა როგორც მძიმე აგრეთვე მსუბუქი პაციენტების შემთხვევები, რადგან დაავადების მეშვიდე, მერვე დღესაც შესაძლოა, დაიწყოს გართულება. ამის შესახებ ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, მარი მალაზონიას გადაცემაში „პირად ექიმი“ ისაუბრა.
„ასაკოვანებს, რომლებსაც თანხმლები დაავადებები აქვთ, კორონავირუსის მკურნალობისას გართულებები, შესაძლოა, გაუმწვავდეთ.
მიუხედავად ამისა, ერთნაირი ჯანმრთელობისა და ასაკის მქონე ორ ადამიანში შეიძლება, პროცესი ერთგან სრულიად მშვიდობიანად წარიმართოს და მეორეგან უცებ დაიწყოს გაუთვალისწინებელი და გაუგებარი გართულებები. ამიტომ სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც.
თავიდან, როდესაც არ აქვთ სიმპტომები, ფიქრობენ, რომ საგანგაშო არაა. თუმცა, უნდა ახსოვდეთ, რომ მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება დაიწყოს გართულება, ამიტომ სიფხიზლე და არა პანიკური შიში ყოველთვის უნდა იყოს კოვიდდადასტურებულ პაციენტებში“, – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
პოლიტიკოსები მმართველობაში ყოფნისას და ოპოზიციაში გადასვლილას - ვინ როგორ გამოიყურება?