Digest Logo

მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ - რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში კორონავირუსი? - ვიდეო

1603814048
პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე იმ სიმპტომების შესახებ საუბრობს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცერებულ ბავშვებს უვლინდებათ. ექიმის თქმით, კოვიდ 19-ით ინფიცირების რიცხვმა პატარებში მნიშვნელოვნად მოიმატა.

მედიკოსი მშობლებს ყურადღების გამოჩენას სთხოვს და ურჩევს, რომ მინიმალური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი ბავშვი სკოლასა და ბაღს მოარიდონ.

„ბოლო პერიოდში, ბავშვების ინფიცირებამაც მოიმატა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირება მოდიოდა უფროსებისგან, მშობლებისგან, ზოგ შემთხვევაში კი სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისგან. კორონავირუსისთვის დამახასიათებელია ზოგადი რესპირაციულ-ვირუსული ინფექციის სიმპტომები. ბაღების გახსნის შემდეგ მოიმატა მომართვიანობამ ცხელების და სხვა რესპირატორული ინფექციების გამოც. საკმაოდ ძნელია დიფერენცირება. შეიძლება, ბავშვებში არც კი იყოს ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა. შესაძლოა, იყოს მხოლოდ დიარეა, ერთჯერადი ღებინება, სუბფებრილური ტემპერატურა, ხველა. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ. თუ მათ ბავშვს რაიმე ელემენტარული სიმპტომი (სურდო, ერთეული ხველა) ექნება, მიუხედავად ტემპერატურისა, არ უნდა წაიყვანონ სკოლასა თუ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. იქ მეტ-ნაკლებად ახდენენ თერმოსკრინინგს, მაგრამ ეს თერმოსკრინინგიც, ჩემი აზრით, არის ფორმალური. იმ პერიოდში, როდესაც თერმოსკრინინგს უკეთებ, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად ნორმალური ტემპერატურა“, - ამბობს თემურ მიწელაძე.

ტყუილად გადაყრილი ფული და იმუნიტეტის ამაღლების 4 რეალური გზა - პედიატრის რეკომენდაციები

სახლში არ დარჩეთ, თუ ეს სიმპტომები გაქვთ - ენდელაძის რჩევები

რომელი წამლები უნდა მიიღოთ კოვიდ 19-ის სახლში მკურნალობისას? - დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი