2020 წლის ოქტომბერი, დასავლეთ ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში კორონა ვირუსის ახალი შტამი-დელტა ვარიანტი გაჩნდა. მას შემდეგ ის ფართოდ გავრცელდა მთელ ინდოეთსა და დანარჩენ მსოფლიოში, ბევრგან უკვე დომინანტურ შტამად ყალიბდება და წინამორბედ ვარიანტებს ანაცვლებს.
დელტა ვარიანტი ბევრ მუტაციას შეიცავს. ის ყველაზე სწრაფი და უკეთ ადაპტირებული შტამია, განსაკუთრებით საშიშია ვაქცინაციის დაბალი ტემპის მქონე ქვეყნებში.