ჭარბი წონა, საყვარელი ტანსაცმლის დაპატარავება, უაზრო ჭამის სურვილი და ნერვიულობა იმაზე თუ რატომ ჭამე...
არჩევ დიეტებს მაგრამ შენთვის სასურველ, მარტივ ფორმულას ვერ წააწყდი? მაშინ დროა დაიწყო ყინულის დიეტა.
მოდი, ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.
რას გულისხმობს ყინულის დიეტა?
ყინულის დიეტა გულისხმობს გარკვეული პროდუქტების მიღებას, ოღონდ ცივად. ცივი საკვების მოსანელებლად ორგანიზმს სჭირდება „გათბობის რეჟიმის ჩართვა“. ამ დროს კი, სხეული გაძლიერებულად განდევნის ცხიმების მარაგს, ვინაიდან ცივი საკვების მონელებას გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე თბილის. სწორედ ამიტომ ცივი პროდუქტები დიეტების უმეტესობის დამსახურებული ალტერნატივაა.
საკვების მიღების ამგვარი წესით ორგანიზმი დღე-ღამეში მავნე ცხიმების მარაგიდან წვავს 160 კალორიას. ცივი პროდუქტი იძლევა დანაყრების ცრუ იმპულსს და ამის დახმარებით ორგანიზმი ნაკლებ საკვებს ითხოვს. ამ წესების გათვალისწინებით კვირაში 2 კილოგრამს თავისუფლად დაიკლებთ.
ყინულის დიეტის მოკლე აღწერა:
ხანგრძლივობა: 6 კვირა.
განსაკუთრებულობა: საჭიროა გარემოს ტემპერატურის დარეგულირება და საკვების შემცირება.
ბიუჯეტი: დაბალი.
შედეგი: მინუს 5-20 კილო მთელი პერიოდის განმავლობაში (დამოკიდებულია წონაზე).
დამატებითი ეფექტი: გაუმჯობესებული ძილი, სისხლში შაქრის დონის დარეგულირება, ენერგიის მატება.
ყინულის დიეტას უნდა მოერიდონ: ორსულები, მეძუძურები, ისინი, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს. ასევე, თუკი ყელის, ფილტვების და სისხლძარღვების პრობლემები გაქვთ.
5 მთავარი წესი ყინულის დიეტის დროს:
- წლის ნებისმიერ დროს შეეცადეთ არ შეიფუთოთ. ნელ-ნელა შეაჩვიეთ სხეული თხლად ჩაცმას, გრილ ამინდებშიც კი. ამგვარად ორგანიზმს დაეხმარებით კანქვეშ დაგროვილი ცხიმების დაწვაში.
- ხშირად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ცივ ამინდშიც კი. ამ დროს სხეულის გათბობის პროცესი ცხიმების დაწვას უწყობს ხელს
- დაიძინეთ გრილ ადგილას, დაძინებამდე კი ჩაიცვით თხელი პერანგი ან პიჟამო. დასაძინებლად საუკეთესო ტემპერატურაა + 16 С. მოიშორეთ სქელი საბანი. თქვენი მიზანია - ისწავლოთ სხეულის იმ მდგომარეობის „გამოჭერა“, როდესაც მას გრილა, მაგრამ დისკომფორტს არ განიცდის. ეს დაგეხმარებათ იმ ეფექტის მიღწევაში, რომელსაც მეცნიერები „ტემპერატურულ მონოტონურობას“ უწოდებენ. კვლევის თანახმად, ჩვენ მიჩვეულები ვართ 24-26 გრადუსიან გარემოში ყოფნას, რაც ევროლებელის ანატომიისთვის არაფიზიოლოგიურია. სხეულის მუდმივი გათბობის მცდელობით, ვბლოკავთ ორგანიზმში შინაგანი გათბობის რესურსის გამოყენებას, სწორედ ამ პროცესში წარმოიქმნება ორგანიზმში ყავისფერი ცხიმი.
- საგულდაგულოდ გაანიავეთ სახლი (ოფისი) დღეში რამდენჯერმე. განიავებული ოთახის ჰაერი აუმჯობესებს იმუნიტეტს. გაითვალისწინეთ, რომ ოდნავ შეღებული სარკმელი ოთახის სრულყოფილად განიავებას ვერ უზრუნველყოფს. გასანიავებლად აუცილებლად უნდა გაიღოს ფანჯრები.
- იმეგობრეთ კონტრასტულ შხაპთან და ეტაპობრივად მიეჩვიეთ გრილი და შემდეგ ცივი შხაპის მიღებას. ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას ორგანიზმს შოკურ მდგომარეობამდე მიჰყავს, ხოლო სხეულიდან ადრენალინის გამოყოფა წვავს კალორიებს.
რა ვჭამოთ ყინულის დიეტის დროს?
- მიირთვათ სამჯერ (წახემსების გარეშე). შეეცადეთ, ბოლო კვებიდან 14-16 საათის განმავლობაში საკვები არ მიიღოთ. ასე განაგრძეთ 6 კვირა. ამ დროის განმავლობაში მიკროშიმშილი დაეხმარება თქვენს ორგანიზმს ყავისფერი ცხიმების დაწვაში და მის თეთრ ცხიმად „გადაკვალიფიცირებაში“. სულ მალე მიხვდებით, რომ სხვაგვარად კვება აღარც გსურთ.
ყველაფერი, რაც შეგიძლიათ მიიღოთ ცივად, მიირთვით გაცხელების გარეშე, გაყინულიც კი. პორციის ზომა განსაზღვრული არ არის, თუმცა, სასურველია ერთ კვებაზე მიღებული საკვები არ აღემატებოდეს 200-300 გრამს.
ყინულის დიეტა - შესანიშნავი მიზეზია იმისთვის, რომ საზაფხულო საყვარელი ცივი რეცეპტებით ისარგებლოთ. წვნიანი კერძები, „აკროშკა“, „გასპაჩო“. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, პეტა ბის მოსაზრებით, ყინულის დიეტის დროს შეგიძლიათ ნაყინიც მიირთვათ. თუმცა, ძალიან ნუ გახალისდებით. რასაც ახლა წაიკითხავთ, შესაძლოა, არ მოგეწონოთ, თუმცა, ამ დროს გაიხსენეთ, რომ თქვენი მიზანია მოხდენილი და ლამაზი სხეული გქონდეთ: ყინულის დიეტის დროს ნახევრადფაბრიკატების, ცომეულის, ტკბილეულის, შაქრის და გაზირებული სასმელების დავიწყება მოგიწევთ.