ძლიერი ქალები, სტერეოტიპების რღვევა, „ქალისა და კაცის საქმის“ განურჩევლობა - ჩვენს რეალობაში არსებობენ ქალები, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ, აკეთებენ „კაცის საქმეს“, არიან ძლიერები და დამოუკიდებლები.
მაგრამ ზოგიერთ „ძლიერი სქესის“ წარმომადგენელს, სულაც არ ხიბლავს „სუსტი სქესის“ ასეთი ქცევები და თავისუფლება.
თითქოს მათ უფრო ნაზი და „ფარფატა“ ქალები მოსწონთ, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ და გვერდით სანდო, ძლიერი პიროვნება სჭირდებათ.
მაინც რა სურთ კაცებს 40 წელს გადაცილებულ კაცებს?
მათ გენეტიკაში თითქოს კოდირებულია ქალის დაცვა, მასზე ზრუნვა, ამიტომ ცდილობენ თავი გმირებად წარმოაჩინონ.
აგრეთვე, ცდილობენ კომუნიკაცია ჰქონდეთ მათივე ასაკის ქალებთან, რადგან უფრო მეტი საერთო აქვთ და ორივე მხარემ ზუსტად იცის, რა სურთ.
მამაკაცთან საუბრის საუკეთესო გზა
„რა მინდა გთხოვო“, „ძვირფასო“, „საყვარელო“, ან სულაც „ჩურჩუტელა“ - გააჩნია რას ეძახით მოფერებით
ამ ფრაზით დაწყებული წინადადება მიანიშნებს მამაკაცს, რომ რაღაც გინდათ და უნდა დაგეხმაროთ. სანამ სათხოვარს გაუზიარებთ, ის უკვე მზადაა - ამიტომ თამამად შეგიძლიათ ითხოვოთ ის, რაც გსურთ...
რატომ არის მნიშვნელოვანი კაცი შენი გმირი გახდეს?
მამაკაცებს უყვართ, როდესაც თავს „გმირებად“ გრძნობენ. ისინი ზრუნავენ ქალებზე, იცავენ განსაცდელისგან და ამით საკუთარ თავზე წარმოდგენა ეზრდებათ.
ამიტომ თუ გსურს, რომ მამაკაცს თავი გმირად აგრძნობინო და თან საქმეც გაგიკეთოს თქვი შემდეგი ფრაზები:
„შენი დახმარება მჭირდება“, „იქნებ დამეხმარო“, „იქნებ მირჩიო, როგორ მოვიქცე“ და ა.შ.
მთავარია, რომ თავი შენზე მაღლა წარმოიდგინოს, რათა იგრძნოს შენი „უმწობა“ და მერწმუნე, აუცილებლად დაგეხმარება.
გამოხატეთ მადლიერება
უმადურობა და დაუნახავობა ყველას აღიზიანებს, მათ შორის მამაკაცებს.
მადლიერება კარგი გრძნობაა და მადლობის გადახდით არა მარტო თქვენ ზნეობრიობას უსვამთ ხაზს, არამედ კაცის გულსაც იგებთ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ეკა მამალაძის 3 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან
სექსუალური შევიწროვება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს
„ღალატი“, 2 ქორწინება, ეჭვიანობა და აგარაკზე გარდაცვლილი მეუღლე - გურამ საღარაძის პორტრეტი