ხომ დამაინტრიგებელი სათაურია? გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ ეკონომიკურ კრიზისსაც აქვს მეორეული სარგებელი. გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ სიტუაციას.
მოკლედ გთავაზობთ, ჩვენს ცხოვრებაში გაურკვეველი ვადით შემოჭრილი კრიზისის დადებით მხარეებს:
1. დიეტის დაცვა
ხორცი, ტროპიკული და ეგზოტიკური ხილის ფასიც აიწევს, ეს კი უფრო ჯანსაღად კვებას ნიშნავს. სხეული მალე საუკეთესო ფორმაში ჩადგება. ხორცს მხოლოდ დღესასწაულებზე მივირთმევთ, რაც საკმაოდ ჯანსაღი კვების რეჟიმია, ვიდრე მისი ყოველ დღე ჭამა.
2. ხელსაქმით დაკავება
ბოლო პერიოდში ხელსაქმე მოდიდან გადავიდა. ახლა კი შეამჩნევდით, რომ ინტერნეტში ქალბატონებმა საკუთარი ხელით ნაქსოვნი ნივთების ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს. ეს ძალიან კარგია და თუ ადრე ხელით მოქსოვილი ტანსაცმელი სიღარიბისა და უგემოვნობის ნიშნად ითვლებოდა, დღეს ძალინ ტრენდულია. რაც შეეხება კაცებს, მათ კარგი იქნბეა, ავეჯის განახლებაზე იფიქრონ.
3. საცობების გაქრობა
ბენზინის ფასი აიწევს, ამიტომ, მანქანით მგზავრობა კიდევ უფრო გაძვირდება. ამიტომ, ავტომობილების დიდი ნაწილი დაპარკინგებული იქნება. ისინი, ვისაც მანქანით მოძრაობის ფუფუნების შესაძლებლობა ექნება ბედნიერად იმგზავრებენ ცარიელ ქუჩებში.
4. სულიერი საზრდოს მიღება
ფული გართობისთვის აღარ იქნება, ამიტომ ადამიანები წიგნების თაროებს დაუბრუნდებიან. ეს თავის მხრივ, მათ სულიერ სამყაროს შეავსებს და ინტელექტს განავითარებს.
5. ბუნებასთან სიახლოვე
აგარაკი ან სოფელი ხო გაქვთ? გაზაფხულზე იქ წახვალთ, ნიჩაბს აიღებთ და ბოსტანს დაბარავთ. სხვათა შორის, სასოფლო-სამეურნეო შრომას სხეულის გაკაჟება შეუძლია, მათ შორის ხერხემლისა და კუნთების. საგიეროდ, იმაზე მეტ მორალურ სიამოვნებას მიიღებთ, ვიდრე კომპიუტერული თამაშის მოგებაა.