სოციალურ ქსელში ექიმი ნანა სხილაძე კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევებს საზოგადოებას ხშირად უზიარებს, ამჯერად ის Covid-19 და დიაბეტის შესახებ წერს.
ექიმი საზოგადოებას დეტალურად უხსნის, როგორ უნდა მოიქცეს, თუ დიაბეტი აქვს და კორონავირუსით ინფიცირდა:
„Covid-19 და დიაბეტი
რა უნდა იცოდე, თუ დიაბეტი გაქვს
რა არის დიაბეტური კეტოაციდოზი და რა დროს ვითარდება?
ასაკი და გლუკოზის არასწორი ან იშვიათი კონტროლი არის Covid-19- ის ცუდი შედეგების ორი მთავარი მიზეზი
კორონავირუსები მონათესავე ვირუსთა ჯგუფია, რომლებიც ცხოველებსა და ფრინველებში დაავადებებს იწვევენ. ადამიანებში კორონავირუსები სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევენ, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება იყოს მსუბუქი, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება, ზოგიერთი კი შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს — მაგალითად, SARS-ი, MERS-ი და COVID-19.
სხვა სახეობებში სიმპტომები სხვადასხვაგვარია:
ქათმებში კორონავირუსები იწვევენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებას ძროხებსა და ღორებში კი დიარეას.
ადამიანის კორონავირუსული ინფექციების ვაქცინები ან სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატები ჯერ არ არსებობს.
ისინი გარსიანი ვირუსებია ცალსპირალური რნმ გენომითა და სპირალური სიმეტრიის ნუკლეოკაპსიდით.
კორონავირუსი პირველად 1930-იან წლებში აღმოაჩინეს, როდესაც დადგინდა, რომ შინაური ქათმების მწვავე რესპირატორული ინფექცია გამოწვეული იყო ინფექციური ბრონქიტის ვირუსით (IBV).
1931 წელს, ჩრდილოეთ დაკოტაში, არტურ შალკმა და მაკ ჰაუნმა პირველად აღწერეს ქათმების რესპირატორული ინფექცია.
ახლად გამოჩეკილი წიწილების ინფექცია ხასიათდებოდა მძიმედ სუნთქვითა და მოშვებულობით.
წიწილების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40-90 პროცენტი იყო.
1940-იან წლებში, მოხდა ცხოველების კიდევ ორი კორონავირუსის იზოლირება — თაგვების ჰეპატიტის ვირუსი (MHV) და გადამდები გასტროენტერიტის ვირუსი (TGEV). იმ დროს მეცნიერებმა არ იცოდნენ, რომ ეს სამი ვირუსი ერთმანეთის მონათესავე იყო.
ადამიანის კორონავირუსები 1960-იან წლებში აღმოაჩინეს.
COVID-19-ით დაავადებული ადამიანები აღნიშნავენ სიმპტომების ფართო სპექტრს, დაწყებული მსუბუქი სიმპტომებიდან დამთავრებული მძიმე დაავადებით.
სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ვირუსის ზემოქმედებიდან 2-14 დღის შემდეგ. ყურადღება მიაქციეთ COVID-19 პოტენციურ სიმპტომებს,
- მათ შორის:
- ცხელება ან შემცივნება
- ხველა
- ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
- დაღლილობა
- კუნთების ან სხეულის ტკივილები
- თავის ტკივილი
- გემოვნების ან სუნის დაკარგვა
- Ყელის ტკივილი
- შეშუპება ან ცხვირი
- გულისრევა ან ღებინება
- დიარეა
წესისამებრ, როდესაც ჩვენ სხეულში ვირუსი შემოიჭრება, ჩვენი იმუნური პასუხი ბრძოლაში რთავს ჩვენივე იმუნური სისტემის უჯრედებს T ლიმფოციტებს, ისინი ორგანიზმის მცველის როლს ირგებენ თუმცა აქ ხდება ერთი რამ: T ლიმფოციტები ისეთი სიმძლავრით ესხმიან თავს ვირუსს, რომ აზიანებენ თავად საკუთარ თავს , ანუ ორგანიზმს. იმუნური სისტემა კონტროლს კარგავს, ანთებითი კერისკენ უფრო და უფრო მეტი იმუნური უჯრედი მიდის, რის შედეგადაც შეიძლება მდგომარეობა დამძიმდეს ფილტვების შეშუპებით, ეგრედ წოდებული რეპირატორული დისტრეს სინდრომით. აქ უკვე საჭირო ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და ჰორმონალური და ანტიბიოტიკოთერაპიის ჩართვა .
დიაბეტი და კორონავირუსი
,დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში როდესაც ვირუსი მოხვდება, დიაბეტური დაავადება სისხლში შაქრის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ფაქტობრივად შეაფერხებს იმუნური სისტემის პასუხს შემოჭრილ ვირუსთან ბრძოლაში არათუ ჩართავს ლიმფოციტებს , შეიძლება ძალიან მცირე რაოდენობით „გაუშვას“ ისინი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები როგორებიცაა:
- (DKA) დიაბეტური კეტოაციდოზი
- ჰიპერგლიკემია
- სხვადასხვა სიმძიმის ინფექციური გართულებები
- ფილტვის შეშუპება და სხვა.
- რა არის DKA-ი დიაბეტური კეტოაციდოზი
დიაბეტური კეტოაციდოზი (დკა) წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის მწვავე, სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას. იგი ძირითადად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1–ის (ინსულინ–დამოკიდებული) მქონე პაციენტებში ვლინდება. მისი მიზეზი ინსულინის აბსოლუტური დეფიციტია.
დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნები და სიმპტომები სწრაფად ვითარდება, ზოგჯერ 24 საათშიც. ზოგჯერ, ეს ნიშნები დიაბეტის პირველი გამოვლინებაა.
ეს სიმპტომებია:
• წყურვილის გაძლიერება
• გაძლიერებული შარდვა
• გულისრევა, ღებინება
• მუცლის ტკივილი
• სისუსტე ან დაღლილობა
• სუნთქვის უკმარისობა
• მოტკბო სუნი პირის ღრუში
• დაბნეულობა
დიაბეტური კეტოაციდოზის მანიფესტაციის რისკ ფაქტორები:
• ხანდაზმული ასაკი
• ქალი სქესი (მანიფესტაციის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში),
• ინფექციები
• შაქრიანი დიაბეტი.
დიაბეტური კეტოაციდოზის ძირითადი კლინიკური გამოვლინებები მოიცავს:
• პოლიურია (შარდის რაოდენობის გაზრდა),
• პოლიდიფსია (წყურვილი),
• წონის დაკლება
• ფსევდოპერიტონიტი
• სისუსტე
• გაღიზიანება
• თავის ტკივილი
• ძილიანობა
• ღებინება
• დიარეა
• პირის ღრუს მკვეთრი სუნი,
• კრუნჩხვები
• ცნობიერების დათრგუნვა - როგორც დიაბეტური კეტოაციდოზის გართულება.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ კლინიკას.
კეტოციდოზის ნიშნები შეიძლება იყოს ასევე: ცნობიერების დაკარგვა და რესპირატორული უკმარისობა (კუსმაულის ტიპის მიხედვით).
ასაკი და გლუკოზის ცუდი კონტროლი არის Covid-19- ის ცუდი შედეგების ორი მთავარი მიზეზი დიაბეტით და კოვიდ -19 დაავადებული ყველა ადამიანი საავადმყოფოში მოთავსებას არ საჭიროებს, მაგრამ თუ ისინი ვერ გააკონტროლებენ შაქრის დონეს სისხლში მუდმივად არ დაიცავენ მკაცრ დიეტას, ძალიან დიდი შანსია, რომ კლინიკას ვერ აცდნენ.
ეჭვგარეშეა, რომ თუ დიაბეტით დაავადებულების გლუკოზა არ ექვემდებარება კონტროლს, კოვიდ -19 მათთვის ბევრად მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის.
არსებობს ორი ძირითადი ტიპის დიაბეტი:
ტიპი 1 დიაბეტი - როდესაც პანკრეასი საერთოდ არ გამოიმუშავებს ინსულინს.
ტიპი 2 - როდესაც პანკრეასი ან არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ან სხეულის უჯრედები არ რეაგირებენ ინსულინზე.
არსებობს აგრეთვე. გესტაციური დიაბეტი, რომელიც თავს იჩენს მხოლოდ ორსულ ქალებში და მშობიარობის შემდეგ თავისით ქრება.
ორსულებში გესტაციური დიაბეტის მანიშნებელი სიმპტომებია:
გაძლიერებული წყურვილი
პირის სიმშრალე
შარდვის უფრო გახშირებული სურვილი
დაღლილობა.
რისკ-ჯგუფი ორსულები:
25 წელზე მეტი ასაკი;
ოჯახური ან პერსონალური ანამნეზი: გესტაციური დიაბეტის განვითარების ალბათობა იზრდება, თუ ფიქსირდება პრედიაბეტის არსებობა ორსულობამდე; ან შაქრიანი დიაბეტით ავადობა მშობლებში ან დედმამიშვილებში; ან წინა ორსულობების დროს გესტაციური დიაბეტის დიაგნოზი, 4,1კგ-ზე მეტი წონის ნაყოფის დაბადება ან მკვდრადშობადობა.
ჭარბი წონა: სმი>30კგ/მ2.
რასობრივი კუთვნილება: აუხსნელი მიზეზის გამო, ფერადკანიანებში უფრო ხშირია გესტაციური დიაბეტის შემთხვევები.
ჩვენ ვურჩევთ დიაბეტით დაავადებულებს, დაიცვან უფრო მკაცრად რეკომნდაციები, ვიდრე ის პირები, ვისაც ქრონიკული დაავადებები არ ახასიათებს.
ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გრიპის ვაქცინის გაკეთება, რადგან კოვიდინფიცირების დროს თანდართული სხვა ტიპის აგრესიული ვირუსის კომბინაციით მდგომარეობის დამძიმების შემთვევაში, გამოსავალი რთული იქნება!
ზოგადად, დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აქვთ უფრო მძიმე სიმპტომები და გართულებები რაიმე ვირუსით ინფიცირებისას.
რომელი ტიპის დიაბეტის დროს მიდის კოვიდ-19 უფრო მძიმედ?
დაკვირვებით დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული ძირითადი გართულებები თანდართული მე -2 ტიპის დიაბეტთან , მეტად უნვითარდებათ COVID-19 მძიმე ფორმა ვიდრე 1 ტიპი დიაბეტის და გესტაციური დიაბეტის დროს.
იწვევს თუ არა COVID-19 დიაბეტს?
კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ კოვიდ გადატანილ პაციენტების რამდენიმე ჯგუფს გამოჯანმრთელების შემდეგ აღმოაჩნდა პირველი ტიპი დიაბეტი. გაჩნდა ეჭვი ხელს ხომ არ უწყობდა კოვიდი დიაბეტის წარმოქმნას, რაც კვლევებით არ დადასტურდა.
ეს უფრო შემთხვევით აღმოჩენილ დიაბეტზე მეტყველებს.
რეკომენდაცია:
ადრეულ ეტაპზე, უნდა მოხდეს მომარაგება ყველა საჭირო მედიკამენტის, რათა ხშირად არ გახვიდეთ სახლიდან.
გლუკოზის საზომი ჩხირები 2-3 საათში ერთხელ იკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე . თუ მუდმივად ნორმაში გაქვთ 4-5 საათში ერთხელ.
- არ იაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
- ჯანსაღი კვება
- ფიზიკური აქტივობა
- სწორი ძილი
- ხშირად დაიბანონ ხელები
- აუცილებლად გამოიყენონ პირბადე ღია და დახურულ სივრცეში ყოფნისას
რეფერალური საზღვრები:
უზმოზე!!!
ასაკი : ზღვარი:
18 - 59 4.1 – 5.5 მმოლ/ლ
59 - 90 4.6 – 6.4 მმოლ/ლ
90 - 100 4.16 – 6.72 მმოლ/ლ
ბავშვებში:
0 – 18 3.3 – 5.5 მმოლ/ლ
ახალშობილებში:
< 1 თვეზე 2.8 – 4.4 მმოლ/ლ
ჭამიდან, ხსნარის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ: ≤ 7.7 მმოლ/ლ
პრედიაბეტი: 5.6 – 6.9 მმოლ/ლ
დიაბეტის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები აშშ-ს დიაბეტოლოგთა ასოციაციის (ADA) რეკომენდაციით:
გლუკოზა უზმოდ ≥ 7,0 მმოლ.ლ
გლუკოზის დონე სპონტანურად აღებულ სისხლში ≥ 11 მმოლ/ლ
გლუკოზა უზმოდ ორსულებში 3.8 - 5.2 მმოლ/ლ
შაქრიანი დიაბეტის ადეკვატური მართვა, გლუკოზის შენარჩუნება, სამიზნე მაჩვენებლების ფარგლებში, შეამცირებს როგორც ინფიცირების, ასევე, დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!“- წერს ნანა სხილაძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ვაშლის ძმარი თითო ჩაის კოვზი, ერთ ჭიქა წყალში ხშირად გამოიყენეთ - ექიმი გვირჩევს
კლინიკებში ადგილები იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია - ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
თუ ოდესმე გიფიქრიათ გმირობაზე - დღეს ზუსტად ეს დროა! - ექიმის მიმართვა