Digest Logo

„15 წლის გოგოს, საკუთარმა მამამ საქალწულე აპკი თითით გაურღვია“ - ბაბუამ კი, სიმართლის გაგების შემდეგ თავი ჩამოიხრჩო

1625384855
პოლიციის ლენტი

ნოდარ მელაძის გადაცემაში აჭარაში მომხდარ თავზარდამცემ ამბავზე სიუჟეტი გააკეთეს. არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით ბავშვის მამა დააკავეს, მამა ბავშვზე 1 წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა.

„ნოდარ მელაძის შაბათის შოუში“ საუბრობენ, რომ მამა შვილს ყოველდღიურად სცემდა, შემდეგ კი ოთხჯერ სცადა გაუპატიურება. როდესაც ბაბუამ ამბავი გაიგო, ჯერ თავი მოიწამლა, შემდეგ კი ჩამოიხრჩო.

„თაგვის წამალი მიუღია, მერე კი თავი ჩამოიხრჩო – ჰყვებიან სიუჟეტში.

ნაცემ ბავშვს სოფელში ხედავდნენ, ძალადობის შესახებ იცოდნენ ბავშვის მასწავლებლებმა. დედამ ბავშვი აღსაზრდელად მამას დაუტოვა და სამუშაოდ ემიგრაციაში წავიდა, უკან დაბრუნებულს კი უმძიმესი სურათი დახვდება.