Digest Logo

17 წლის შემდეგ "ფარული ვნება" ბრუნდება

1605252220
ფარული ვნება

ვაღიაროთ, რომ ქართველები არავის სიყვარულში ისე ერთიანები არ ვყოფილვართ, როგორც ამ კოლუმბიელი მსახიობების სიყვარულში. თუ შემეწინააღმდეგებით, გაგახსენებთ, მოხუც ბებოებს, რომლებმაც ხუანს, კოლუმბიაში (კოლუმბიაში!!!) წინდები გაუგზავნეს და მის მიმართ პატივისცემა ასე გამოხატეს. 

და ვინ იფიქრებდა, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ?

სერიალი „ფარული ვნება“, რომელიც 2003 წელს გამოვიდა, მეორე სეზონისთვის ემზადება.

ამას ტელენოველის ერთ-ერთი მსახიობი, მიშელ ბრაუნი, ჩვენთვის ფრანკო ადასტურებს. იგი არგენტინულ პორტალ FórmulaTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სერიალი 17 წლის შემდეგ, ტელეეკრანებზე დაბრუნდება.

მეორე სეზონში მის გარდა, ყველა მსახიობს ვიხილავთ. როგორც ფრანკო ამბობს, მას „ვნებისთვის“ აღარ სცალია. სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია.


აგრეთვე წაიკითხეთ:

თუ ხარ დამპალი ქართული ინტელიგენცია, ხელისუფლებას ტრ..ს აულოკავ „VIP“-ში მოხვდები - ნენე დალაქიშვილი
ამბავი მუშტაიდის პარკიდან, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ აქ სიკეთე უფრო ფასობს, ვიდრე ფული

4 ქვეყანა, რომელიც იქ ცხოვრების შემთხვევაში ფულს გადაგიხდით