Digest Logo

18 წლის ბიჭმა 6 წლის ბიჭი გააუპატიურა - ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ

1614854589
პოლიცია

6 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის 18 წლის დავით ნ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. მიყენებული მუხლის თანახმად, მოძალადეს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ელოდა. 

მაგრამ, იმის გამო, რომ პირველად მოხვდა საბრალდებო სკამზე, ამასთან სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, საბოლოოდ, განსასჯელს კვალიფიკაცია შეეცვალა. საგულისხმოა, რომ სექსუალურ დანაშაულში პატიმარს მხოლოდ არასრულწლოვნები ამხელდნენ. ამის გამო, მათი ჩვენებები სასამართლოსთვის შესაძლოა, ბოლომდე სარწმუნო არ ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. სასამართლომ დაზარალებული ბავშვის მეგობრების ჩვენებების სისწორე ყველა მიმართულებით გადაამოწმა და განაჩენი მას შემდეგ გამოიტანა, რაც პატიმრის დამნაშავეობაში უტყუარად დარწმუნდა.

18 წლის დავით ნ, დაკავებისთანავე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. გამოძიებამ კი დაახლოებით ერთი თვე მისი დაკითხვა ვერ შეძლო. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა – ვიდრე მოძალადეს პოლიცია დააკავებდა, მას 6 წლის ლუკას აღშფოთებული ბებია-ბაბუა გაუსწორდა.

დავით ნ-ს ისე სცემეს, ფაქტობრივად, თავ-პირი გაუერთიანეს. მეტიც, პატიმარს კბილებიც კი ჩამტვრეული ჰქონდა. ციხეში ჭრილობების მოშუშებას კი თითქმის თვეზე მეტი დასჭირდა. აქვე უნდა ითქვას, რომ სასტიკი ცემის მიუხედავად, ბავშვის ბებია-ბაბუა პასუხისგებაში არ მიუციათ. მათ დავით ნ. იმ მომენტში შერჩათ ხელში, როგორც კი მომხდარის თაობაზე შეიტყვეს. ამის გამო, ცხადია, ისინი აფექტში იყვნენ და რა მოიმოქმედეს თავადაც არ ახსოვთ. ამ სიტუაციაში, კანონი დასჯას არ ითვალისწინებს. თანაც, პოლიციას მათ თავად გამოუძახეს და დამნაშავეც თვითონვე ჩააბარეს.

მოძალადე და მსხვერპლი ერთ სახლში ცხოვრობდნენ

ადგილი, სადაც 18 წლის დავით ნ-მ ეს საქციელი ჩაიდინა, იმდენად მიუვალია, კრიმინალიც და სექსუალური მანიაკიც თავისუფლად იმოქმედებს. ამის მიუხედავად, როგორც იქ მცხოვრებთა ჩვენებებით ირკვევა, მსგავსი ფაქტი არასოდეს მომხდარა. თუმცა, ყველაზე შოკისმომგვრელი ისაა, რომ ბავშვიც და მოძალადის ოჯახიც დროებით ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ბავშვის ოჯახს იმ სახლში ბინა ნაგირავები, ხოლო მოძალადის ბიძაშვილსა და მის ცოლს, დაქირავებული ჰქონდათ.

სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ ბინის ოფიციალური მეპატრონე სხვა უბანში ცხოვრობს და მომხდართან არავითარი შეხება არ ჰქონია, მომხდარით დაზარალებულის აღშფოთებული ოჯახი და მეზობლები სახლის პატრონსაც ადანაშაულებენ. ისინი მის დასჯასაც კი ითხოვდნენ. პროტესტს იმ მიზეზით გამოთქვამდნენ, რომ სახლის პატრონს მხოლოდ ფული უნდოდა და მდგმურების ზნეობით არასდროს დაინტერესებულა. როგორც გაირკვა, მის ბინაში მანამდე სხვა მდგმურები ცხოვრობდნენ, რომელთა შვილმაც მეზობლის ბინა გაქურდა... ასეა თუ ისე, ცხადია, სახლის პატრონს პასუხი არავინ აგებინა. ამ ლოგიკით, სახლის პატრონი არც დაზარალებული ბავშვის ოჯახის პირადი ცხოვრებით დაინტერესებულა, რომლებიც მართლაც უწესიერესი და მშრომელი ადამიანები არიან.

მოკლედ, ორსართულიან, მეტად არაკომფორტულ ბინაში, თავდაპირველად, 6 წლის ბავშვის ოჯახმა იგირავა ბინა. უფრო ზუსტად, დიდი კრედიტის გამო, ბავშვის მშობლები სამუშაოდ იტალიაში წავიდნენ. მანამდე კი, მათ საკუთარი ბინა სესხის დასაფარად გაყიდეს. დარჩენილი თანხით ბინა იგირავეს და შვილი მოსავლელად ბებია-ბაბუას დაუტოვეს.

ნაგირავებ ბინაში ბავშვის ოჯახი ბინის მეორე სართულზე, თავდაპირველად, მარტო ცხოვრობდა, მაგრამ დაახლოებით, ოთხი თვის შემდეგ, სახლის პატრონმა პირველი სართულიც გააქირავა 150 ლარად. იქ სამეგრელოში მცხოვრები ბაზარში მოვაჭრე ცოლ-ქმარი შეუშვა.

თბილისში ახლადჩამოსულ მდგმურებს ძალიან უჭირდათ, არათუ ქვაბი და ჭურჭელი, საერთოდ არანაირი საოჯახო ნივთი არ ჰქონდათ. ხელი კი დაზარალებული, 6 წლის ბავშვის ბებია-ბაბუამ გაუმართა. მათ ამ ოჯახის სიღარიბე გულთან ახლოს მიიტანეს. პირველ ეტაპზე ახლადგადმოსულებს საჭმელ-სასმელსაც უგზავნიდნენ.

დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ, პირველ სართულზე მცხოვრებ ცოლ-ქმართან ქმრის ბიძაშვილი გადმოვიდა, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში წავიდა. მაგრამ დაახლოებით სამ კვირაში, ნაქირავებში ქმრის ბიძაშვილი, 18 წლის დავით ნ. გადმოვიდა, რომელიც ცოლ-ქმრისგან განსხვავებით, სულ სახლში იყო და ასაკის მიუხედავად, მხოლოდ 6-10 წლის ბავშვებთან თამაშობდა.

სავარაუდოდ, სწორედ ამ გარემოების გამო არ მოსწონდათ 18 წლის დავით ნ. მეზობლებს. ჩვენებებში აცხადებენ, რომ მათ ის გაურკვეველი მიზეზების გამო არ მოსწონდათ, მაგრამ კონკრეტულად რატომ, ამის ახსნა უჭირთ:

„ძალიან არასასიამოვნო შესახედაობის ბიჭი იყო. არსად მუშაობდა. ტანით ძალიან დიდი იყო. მისი ასაკის ბიჭები სხვანაირები არიან. ის კი, ასაკისა და ტანადობის მიუხედავად, პატარა ბიჭებთან თამაშობდა. ხშირად ვხედავდით ბურთს როგორ თამაშობდა და ამხელა კაცი მათთან ერთად დარბოდა. ეს ძალიან თვალში მოსახვედრი იყო. თუმცა, ცუდი არაფერი გვიფიქრია“, აცხადებენ მეზობლები, რომლებიც მათივე თქმით, ბავშვებს მასთან თამაშს უკრძალავდნენ. თუმცა, ასე არ ფიქრობდა დაზარალებული ბავშვის ოჯახი. 6 წლის ლუკას დავით ნ-სთან ურთიერთობას არ უშლიდნენ და ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ისინი ერთ ეზოში, ფაქტობრივად, რამდენიმე ნაბიჯის დაცილებით ცხოვრობდნენ.

მოკლედ, დავით ნ-მ ნაქირავებში სულ რამდენიმე თვე გაატარა „სტუმრად“, მაგრამ იმდენი მოახერხა, თავი ყველას დაამახსოვრა. როგორც იქ მცხოვრებნი აცხადებენ, მის გახსენებაზე ისინი დღესაც ცუდად ხდებიან, მაგრამ ღმერთის მადლობლები არიან, რომ მათი შვილები გადარჩნენ...

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ დავით ნ-ს სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ნაქირავებში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა ბინიდან გადასვლა დააპირა. რომ არა შემთხვევითობა, მომხდარს ალბათ ვერავინ გაიგებდა. აქედან გამომდინარე, უზარმაზარი შანსი იყო, 6 წლის ბიჭის გარდა, მსხვერპლი სხვაც ყოფილიყო. მაგრამ, მოძალადეს „არ გაუმართლა“, დავით ნ. კონკრეტულად იმ ბავშვებმა ამხილეს, რომლებიც მისი გარყვნილების თვითმხილველნი გახდნენ...

როგორ გაიხსნა დანაშაული

როგორც მცირეწლოვანი ბავშვების დაკითხვებით ირკვევა, დავით ნ-ს გარყვნილების შესახებ უბნელმა ბავშვებმა მოძალადის ნაქირავებში გადმოსვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში იცოდნენ. აღმოჩნდა, რომ დავით ნ. მათთანაც „ამორალურად“ იქცეოდა, გამხელის შემთხვევაში კი, ბავშვებს ემუქრებოდა. ამიტომ, ბავშვები მის საქციელს მალავდნენ. როგორც ჩვენებებში აცხადებენ, ვინაიდან მშობლებს დათო არ მოსწონდათ და მასთან თამაშს უკრძალავდნენ, ეშინოდათ, მშობლებს არ გაეგოთ, რომ მასთან მაინც ჰქონდათ ურთიერთობა. სხვათა შორის, ერთ-ერთი ბავშვის ჩვენებით, მას ეგონა, რომ დათოს ასეთი საქციელი მისმა მშობლებმაც იცოდნენ და სწორედ ამიტომ უკრძალავდნენ მასთან მიკარებას.

საინტერსო დეტალი: ბავშვებმა ჩვენებებში დავით ნ. დაუფარავად ამხილეს, მაგრამ უცნაური ისაა, რომ მშობლების შიშის მიუხედავად, დავით ნ-ს მაინც არ სცილდებოდნენ...

საბრალდებო დასკვნის თანახმად:

„მცირეწლოვანი კობა ბ-ს სახლში, რომლის მშობლებიც შინ არ იყვნენ, დავით ნ. ბევშვებს კარტს ეთამაშებოდა. თამაშის დასრულების შემდეგ, ვინაიდან 6 წლის ლუკამ თამაში წააგო, მოძალადემ ჩუმად სხვა ოთახში გაიყვანა. ცოტა ხანში, გვერდით ოთახში დარჩენილ ბავშვებს ლუკას ყვირილი შემოესმათ და კარის ბრახუნით დავით ნ-ს კარის გაღებას აიძულებდნენ. მოძალადე ბავშვებს დაემუქრა, წასულიყვნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ბავშვებმა ბრახუნი არ შეწყვიტეს. დაახლოებით 15 წუთში კი კარი გატეხეს და დაინახეს, რომ ლუკას შარვალი არ ეცვა და სისხლი მოსდიოდა... ამასთან, ბავშვი ტიროდა, მაგრამ დავით ნ. პირზე ხელს აფარებდა. შეშინებული ბავშვები გაიქცნენ, მაგრამ მომხდარის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამთ. თუმცა, საღამოს, როდესაც 11 წლის კობა ბ-ს მშობლები დაბრუნდნენ და სასტუმრო ოთახი არეული დახვდათ, შვილს სიმართლის თქმა მოსთხოვეს. რეალობა სწორედ ამის შემდეგ გამჟღავნდა. ბავშვმა მშობლებს მომხდარის შესახებ დეტალურად უამბო“.

დაზარალებულის ბებია-ბაბუას მომხდარი სწორედ კობა ბ-ს მშობლებმა შეატყობინეს, რის შემდეგაც სახლში მყოფი მოძალადე ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქირით მცხოვრებ ოჯახს ბინიდან დარჩენილი ბარგი მიჰქონდა და მოძალადეც სახლში იყო. მას სწორედ ამ მომენტში სცემეს და თავის დაცვა არც უცდია. ხმა საერთოდ არ ამოუღია.

საქმის აღძვრის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ბავშვები ასაკიდან გამომდინარე და შიშის ფაქტორის გამო სიმართლეს ბოლომდე არ ამბობდნენ. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა, რაც მშობლებისთვის შემზარავი აღმოჩნდა. გამოძიებამ უტყუარად დაადგინა, რომ დავით ნ. ბავშვებს კარტს ხშირად ეთამაშებოდა და ვინც წააგებდა შარვალს ახდევინებდა... ბავშვების მტკიცებითვე, დავით ნ. „ასეთი რამეებს“ ხშირად აკეთებდა და ამას მათაც აყურებინებდა...

არანაკლებ საინტერესოა, თავად დაზარალებულის ჩვენება. დავით ნ-მ დაადასტურა, რომ ბავშვზე ძალა იხმარა, ანუ საბოლოოდ, დანაშაული აღიარა. მაგრამ, მომხდარი მცირეწლოვანს დააბრალა, თითქოს ბავშვმა „მოფერება“ თვითონ სთხოვა...

სამართალდამცველებმა მასზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება) მუხლით აღძრეს. მართალია, ამ მუხლის სანქცია ოთხი წლიდან იწყება, მაგრამ 8 წელი მიესაჯა. აღმოჩნდა, რომ დავით ნ-სთვის ეს დანაშაული პირველი არ ყოფილა, რეალური მიზეზი, რის გამოც ის ნათესავის ნაქირავების ბინაში იმყოფებოდა ის იყო, რომ ანალოგიური საქციელი მან სამეგრელოშიც ჩაიდინა. მართალია, იქაურ ოჯახს არ უჩივლია, მაგრამ მოსაკლავად დასდევდნენ...

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

დანა მხარში ჩამარტყა, თითი მომაჭრა - რას ჰყვება 38 წლის ქალი, რომელმაც 6 წელი ქმრის ტყვეობაში გაატარა

ქალს კლიტორი მოაჭრა, კაცი დააიმპოტენტა - ქართველმა ექიმმა ცოლსა და მის საყვარელზე შური იძია

თბილისში 34 წლის მეძავ ქალს თავი მოაჭრეს