გაერთიანება „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერ სანდრო ბრეგაძე მომღერალ და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის დახასიათებისას თავის ახალგაზრდობას იხსენებს:
“პუტჩისტი ბუბა კიკაბიძე კვლავ ესვრის საქართველოს !!! 19 წლის ბიჭს ავტომატს მესროდა,როდესაც ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მიტინგს ხვრეტდა კალაშნიკოვით,პატარა ბიჭების სისხლში ხელებგასვრილი ნაძირალა ნაცების პირველი ნომერია.ამითი ნაცებმა კიდევ ერთხელ გვესროლეს ზვიადის მომხრეებს,მერწმუნეთ პასუხი არ დააყოვნებს !!! კინტო ბუბას ჩვენ მივხედავთ,პუტჩისტებს ჩვენ დავასამარებთ !!!”-წერს სანდრო ბრეგაძე
სავარაუდოდ, ბრეგაძე იმ პერიოდზე საუბრობს, რომელიც კიკაბიძის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, გახმაურებულ წერილშია ასახული.
წერილის ავტორი ყოფილი პოლიტიკოსია. გარკვეული მოსაზრებების გამო, მის ვინაობა არ საჯაროვდება.
“ჩემი აზრით, ხშირად უნდა შეახსენოთ საზოგადოებას, ვინ არის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე. ეგ ის კაცია, რომელიც ნიღაბჩამოფარებული დარბოდა დიდუბის მეტროსთან ავტომატით და არბევდა გამსახურდიას მომხრეებს. ეს ერთი, ახლა მეორე – როდესაც კიტოვანმა, სიგუამ და იოსელიანმა რუსთაველის პროსპექტი დაანგრიეს და ზვიად გამსახურდია გააძევეს, მოსკოვიდან ჩამობრძანდა “თეთრი მელა”.სწორედ მაშინ შეიქმნა რუსთაველის პროსპექტის აღდგენის ფონდი და ამ ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა ბუბა კიკაბიძე. ტელევიზია ყოველდღე უჩვენებდა, რამდენი რიგები იდგა ამ ფონდში ფულის შეტანაზე, ქალები როგორ იხსნიდნენ ხელებიდან ძვირფასეულობას და ტოვებდნენ. თავიდან დიდი რიგები იყო, მე ერთი თვის შემდეგ მივედი კინოს სახლში, სადაც მეორე სართულზე ექვსი ადამიანი იჯდა და იღებდა შემოწირულობებს.
15 წუთი მაინც მომიწია რიგში დგომამ, ჩავაბარე 2 ათასი მანეთი ერთ-ერთ მოლარეს. პროცედურა სწრაფად ხდებოდა – გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი და თანხის რაოდენობა. მე დღესაც მაქვს ბუბა კიკაბიძის მიერ ხელმოწერილი ბარათი. ყველა მოლარეს გვერდით ტომარა ედგა და შემოსულ ფულს შიგ ყრიდნენ. დამთავრდა შემოწირულობები, ასობით მილიონი მანეთი და ძვირფასეულობა ფონდის საწყობში მოათავსეს. ბუბა კიკაბიძემ დაიქირავა თვითმფრინავი, ჩატვირთა ეს ყველაფერი და გადაფრინდა მოსკოვში, სადაც პრესტიჟულ ადგილებში შეიძინა რესტორნები. მას ერთი აგურიც არ უყიდია რუსთაველის პროსპექტის აღსადგენად. აი, ასეთი მძარცველი არაკაცი თურმე ყოველთვე ივანიშვილისგან 5 ათას ლარს იღებდა.
ეს შეიძლება თქვენ იცით, მაგრამ საზოგადოებას ხშირად უნდა შეახსენოთ ხოლმე ამ არაკაცის შესახებ, ხალხის შიშით ის ვერ უნდა გამოდიოდეს ქუჩაშიც კი”. - წერს ის.