ცვრიანი ბალახებისა და სალი კლდეების გვერდით, საქართველოში საშიში და მისტიკური ადგილებიცაა. ამაზე თითქმის არავინ საუბრობს.
ეზოთერიკოსების თქმით, საქართველო, ბიოლოგიურად ისეთ ზონაშია, სადაც მისტიკური და საშიში ადგილები საკმაოდ ბევრია.
რას ნიშნავს ეს?
ასეთ ადგილებში ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს, საქონელი ვერ ისვენებს, ძაღლები მთელი ღამე ყეფენ, ჩნდებიან გარდაცვლილთა სულები, მსგავს ადგილებში წყევლა ათმაგდება.
გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც სახლის აშენება უნდოდათ, ჩვენი წინაპრები ცხოველს წაიყვანდნენ, დააბამდნენ. თუ გაჩერდებოდა და თავს კარგად იგრძნობდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებდნენ მშენებლობას.
მაშ ასე, ყვლაზე საშიში და მისტიკური ადგილები:
ადგილები კახეთში
კახეთში არის სახლები, სადაც ადამიანებმა თავი მოიკლეს. ამ სახლებში სხვა ოჯახის შესვლის შემდეგაც მოვლენები მეორდება. ეზოთერიკოსების თქმით, სახლი აშენებულია არაჯანსაღ ტერიტორიზე, პარანორმალურად საშიშ ზონაში. გარდა ამისა, ბევრი სახლია სასაფლაოზე.
თბილისში საშინელი რეპრესიები იყო 20-იან წლებში და წარმოდგენა არ გვაქვს, სად რა ნამარხია. საირმის მთის გაყოლებაზე გერმანელი ტყვეების საფლავები იყო. ამბობენ, ძვლის ტვინიდან ფოსფორის ამოსვლას დაახლოებით, სამი ათასი წელი სჭირდებაო...
ეკლესიები
უამრავი ტაძარი არსებობს, რომელსაც უდიდესი სასწაული მიეწერება. მათ შორისაა, მამადავითის ეკლესია - წალკაში მდებარე ბერთა მონასტერი.
იყო შემთხვევები, როდესაც ცდილობდნენ ეკლესიის დანგრევას და სანამ შინ დაბრუნდნენ, მთელი ოჯახი ამოწყდა.
საგურამოს ტერიტორიაზე, სოფელ მზიანეთში, ძველი ნამონასტრალია, იქ ბევრი ბზა მოდის. გამვლელს ბზა მოუწყვეტია, შემდეგ გზად გადაუგდია და შინ მისულს მთელი თბილისში საშინელი რეპრესიები იყო 20-იან წლებში და წარმოდგენა არ გვაქვს, სად რა ნამარხია. საირმის მთის გაყოლებაზე იყო გერმანელი ტყვეების საფლავები. ათასი საოცრება ხდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთ ადგილას საცხოვრებლის მოწყობა, სადაც ადრე ეკლესია იყო.
„მამიდას ქვა“ მანგლისში
ძველთაგან ადამიანები გვალვის დროს მიდიოდნენ, ლოცულობდნენ და წვიმა მოდიოდა. მასობრივი გაქრისტიანების შემდეგ, იმ ადგილას ჯვარი გამოსახეს. ქვეყანას დღესაც მოჰყვება წარმართული ტრადიციები.
ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება
ეზოთერიკოსების თქმით, ქუთაისის პარლამენტი უარყოფით ზონაშია აშენებული, რადგან ის ძეგლი არ უნდა დანგრეულიყო, რომელიც ბრძოლას შეწირული გმირების სახელს ატარებდა. ამასთან, ნგრევის დროს იქ დედა-შვილი დაიღუპა. ეს ადგილი ყოველთვის ასოცირებული იქნება ცოდვასთან.
პარლამენტის შენობა თბილისში
იქ თავის დროზე იუნკერების საფლავი და ეკლესია იყო. პარლამენტის შენობა იმ ცოდვით არის დამძიმებული. ასევე, ბოლო წლებში რა უბედურებაც მოხდა, ცემა, სისხლი, ტკივილი, ყველაფრის ინფორმაციას ატარებს, საკრალური ადგილია, სადაც უამრავი წლის ნაცოდვილარი დევს.
🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:
რა არის თვალის ცემა და როგორ გავთავისუფლდეთ ავი თვალისგან?
კაცი, რომელმაც ღმერთი მოკლა, იუბილარია - 4 გაუხმაურებელი ამბავი ნიცშეზე