Digest Logo

5 ქართველი კრიმინალი, ვისაც საქართველოს ინტერპოლი ეძებს

1603441898
ინტერპოლით ძებნილი ქართველები

სერიული მკვლელები, თაღლითები, ფულის გამთეთრებლები, სახელმწიფო მოღალატეები - ეს იმ დამნაშავეების არასრული ჩამონათვალია, ვისაც კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ინტერპოლი, ეძებს.

დამნაშავეებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს და საზღვარგარეთ იმალებიან. სწორედ ამიტომ, საჭიროა კრიმინალების მსოფლიო მასშტაბით მოძებნა, რაშიც ძალოვან სტრუქტურებს ინტერპოლი ეხმარებათ.

დაიჯესტი, გთავაზობთ ქართველი კრიმინალების სიას, რომლებსაც ინტერპოლი ეძებს.

🔸 მალხაზ ჩიხლაძე

მალხაზ ზაურის ძე ჩიხლაძე იძებნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის მცდელობასა და განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენის გამო.

მის კრიმინალურ ქმედებებში, შედის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა ან ხელმძღვანელობა, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, სახელმწიფო ღალატი, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

🔸 კობა რჩეულიშვილი

კობა რჩეულიშვილი იძებნება საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის დანაშაულის ჩადენისათვის.

🔸 მეგის ქარდავა

მეგის სერგოს ძე ქარდავა იძებნება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ორგანიზება-წამებისთვის. ქარდავას ბრალს დებენ წამების ამსრულებლობასა და თანამონაწილეობაში.

მის კრიმინალურ ქმედებებში, აგრეთვე შედის, ორგანიზება-სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.

🔸 გია სირაძე

გია მურმანის ძე სირაძე, იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო.

მის კრიმინალურ ქმედებებში, აგრეთვე შედის, იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა.

🔸 კაკო ტუღუში

კაკო გელას ძე ტუღუში ქურდობისა და ძარცვის გამო იძებნება.

აგრეთვე, ბრალად ედება ე.წ. ქურდულ სამყაროში მონაწილეობა, კანონიერი ქურდობა და გამოძალვა.