Digest Logo

5 ქორწინება, 3 წლის გერის გაუპატიურება და ბანკთან თანამშრომლობა - 29 წლის კაცის გაუხმაურებელი ამბავი

1630931190
იმერეთში 72 წლის კაცი 9 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს

„რას ვიფიქრებდი,  თუ ასეთი საშინელება ჰქონდა გაკეთებული. ჩემი მხეცი ქმარი მაშინვე დააკავეს“...

პატარა გოგოს ბებიისა და დედის ინფორმაციით, 29 წლის ა. კ-მ, რომელიც ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი იყო, სამი წლის გერი გააუპატიურა.­ იმ დროს მისი მეუღლე პროდუქტების შესაძენად იყო წასული. დანაშაულის დასაფარად მამინაცვალმა ბავშვი საწოლში დააწვინა და მაღაზიიდან დაბრუნებულ მეუღლეს უთხრა, ჩაეძინაო.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ინტერმედია“ ავრცელებს.

ა. კ. მეორე დღესვე დააკავეს. შს სამინისტროში ფაქტი დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ საქმე 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აღიძრა ("სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედება, წინასწარ შეცნობით მცირეწლოვნის მიმართ"). ექსპერტიზამ ა.კ. შეურაცხადად ცნო.

ექსპერტიზა გოგონასაც ჩაუტარდა. დადასტურდა, რომ ბავშვი გაუპატიურებულია...

ბავშვის ბებია:

„ჩემს შვილს ქმარი დაეღუპა, მისგან გოგონა დარჩა. მეორე მეუღლე ნუცუბიძეზე ცხოვრობდა და ბავშვთან ერთად მასთან გადავიდა. რას ვიფიქრებდით, თუ ასეთ საშინელებას ჩაიდენდა. ეტყობა, თავს გვაჩვენებდა, რომ ბავშვი­ უყვარდა. ეს არაკაცი ერთ-ერთი ბანკის­ თანამშრომელი იყო...

თავი რომ ჩამო­ვ­იხრჩო, ვის დავუტოვო შვილიშვილი­ (მ.გ.-ს გარდაცვლილი ვაჟისგან 2 შვილ­იშვი­ლი დარჩა. ერთი დედის ოჯახში იზრდება, მეორეს ბებია ზრდის) და ჩემი ქალიშვილი პატარა გოგონათი... პოლიცია ამბობს,­ თქვენი სიძე ხონის­ ფსიქიატრიულშია გადაყვანილი, საქმე დაიხურაო. თუ შეშლილია, როგორ ამუშავებდნენ­ ბანკში?!

მოვითხოვ იმ არაკაცის ციხეში გადაყვანას, მასთან ერთად­ დამნაშავეა ამ ავადმყოფის დედაც. ისიც მონაწილეობდა ჩემი ოჯახის გაუბედურებაში...

ექიმებმა მითხრეს, ბავშვს­ ფსიქიკა შერყეული აქვსო. მისი ნახვის უფლება­ არ მოგვცეს, მინდობით აღზრდ­აშია გადაყვანილიო. ჩემს შვილს დედობის­ უფლება დრო­ებით შეეზღუდა. ძალიან მინდა, რომ ჩემი გაუბედურებული შვილიშვილი დედას დაუბრუნონ. დავუდგები ჩემ შვილს თავდებში და ბავშვს არაფერს მოვაკლებთ.

ქალისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, კაცისთვის კი, როგორც მეზობლები ამბობენ - მეხუთე.

ვ. ქ. გოგონას დედა:

ბოლო ორი თვე შეიცვალა,­ ჩხუბობდა, არ მოსწონდა ჩემი დალაგებული სახლი და გაკეთებული­ საჭმელი, მცემდა კიდეც, მაგრამ რას ვიფი­ქრებდი, თუ ასეთ საშინელებას ჩაიდენდა. იმ საზარელ დღეს მაღაზიაში გავედი. ბავშვი­ ოთახში თამაშობდა. დედამთილს ვთხოვე, ბავშვს­ მიხედე-მეთქი. მალე დავბრუნდი. მისაღებ ოთახში ბავშვი აღარ დამხვდა. მოვიკითხე. დედამთილმა მითხრა, დავაძინეთო. საძინებელში რომ შევედი, ბავშვი ოფლში ცურავდა, ძლივს სუნთქავდა. სიცხე გავუზომე, 39-მდე ჰქონდა.

პამპერსის გამოცვლა დავაპირე... ბავშვი სისხლისგან იცლებოდა. დედამთილს და მეუღლეს მივვარდი, რა დაემართა ჩემს შვილს-მეთქი. იმათ - ალბათ, სათამაშო მოირტყაო... მაშინვე სასწრაფოში დავრეკე. მას პატრულიც მოჰყვა. ჩემმა ქმარმა პატ­რული რომ დაინახა, ცემა დამიწყო... ბავშვი­ იაშვილის კლინიკაში წავიყ­ვანეთ. არ უთქვამთ ექიმებს, რა სჭირდა... რას ვიფიქრებდი, ასეთი საშინელება თუ ჰქონდა ჩემს ქმარს გაკეთებ­ული.

ბავშვი გვიან ღამით შინ წამოვიყვანეთ. მეორე დილით სოციალური მუშაკი მოვიდა პატრულთან ერთად­, - საავადმყოფოში უნდა გადავიყ­ვანოთო. ჩვენ სასამართლოში წაგვიყვანეს. ჩემი მხეცი ქმარი მაშინვე დააკავეს. აღიარებით ჩვენებაში ამბობს, პასტით მივაყენე დაზიანებებიო... არადა, გააუპატიურა, ბავშვზე ძალა იხმარა...

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვი მინდობით აღზრდაშია და მასთან ფსიქოლოგი მუშაობს. სანამ­ არ შეფასდება­ ის გარემო, სადაც­ მშობელი ითხოვს ბავშვის გაყვანას, გოგონა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ დარჩებაო.

ა. კ. ნუცუბიძეზე დედასთან ერთად­ ცხოვრობდა. ბანკში ამბობენ, რომ სამსახურში გამოუცხადებლობის გამო კარგა ხნის წინ გაათავისუფლეს (საწყობის გამგის ასისტენტი იყო). მეზობლების თქმით, შვილი დედას ხშირად სცემდა. იმასაც ამბობენ, რომ დედა-შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ამის გამო მათთან კონტაქტს ერიდებოდნენ.

მეზობელი:

15 წელია, აქ ცხოვრობენ. ამ ბიჭს ფსიქიკ­ური პრობლემები ჰქონდა, რომელსაც მხოლოდ შინ ავლენდა. გარეთ ვერაფერს შეატყობდით. განსაკუთრებით გაზაფხულზე უმწვავდებოდა მდგომარეობა. პირველი­ ცოლი წელიწად-ნახევრის წინ მოიყვანა.­ ერთ დღეს გოგო ეზოში გამო­ვარდა კივი­ლით.­ ჩემი შვილი გავარდა და ა. კ.-ს ხელ­იდან გამოსტაცა საწყალი გოგო. ამის შემ­დეგ ბიჭმა­ აგვითვალწუნა... მერე მეორე ცოლიც მოიყვანა, მესამეც და მეოთხეც. ყოველ ორ თვეში ერთხელ ახალი­ ცოლი მოჰყავდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵დიდი სიცარიელე მაქვს, შვილს თავად ვუთხარი მამის გარდაცვალების ამბავი - დეკანოიძის უცნობი ისტორია

🔵19 წლის ასაკში უსიყვარულოდ გათხოვება და ორსულობისას ცემით სიკვდილი - ახალგაზრდა გოგოს სასტიკი მკვლელობის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„ცხედარი ბოსელში შევათრიეთ და დავწვით“ – დანაშაული ლესბოსელმა წყვილმა ჩაიდინა