ტარიელ ონიანი, ჯემალ ხაჩიძე, ტარიელ ფოცხვერია - მათი სახელები და სახეები ყველამ იცის, თუმცა დღეს მსოფლიო სხვა ქართველი კანონიერი ქურდების გავლენებსაც გრძნობს.
მაშ ასე - თანამედროვე ქართველი კანონიერი ქურდები:
1. ლავასოღლი - ბელორუსული კრიმინალური სამყაროს ლეგენდა
ბელორუსის ციხეში ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ მინდია გორაძემ, იგივე ლავასოღლიმ სულ რამდენიმე კვირა გაატარა, თუმცა სახელი და გავლენები დატოვა.
გორაძე ბელორუსიდან უკრაინაში გაემგზავრა, საიდანაც მონტენეგროში გაადეპორტეს.
ბელორუსის ციხეში შესვლისთანავე, მან თავისი პირობები წამოაყენა და განაცხადა, რომ „ზონა გაწითლებულია“. სამართლადამცავებმა მას არაერთი ფსიქოლოგი მიუგზავნეს, რათა გაეჩუმებინათ და გაეტეხათ, თუმცა მან უარესი გააკეთა - პირი ამოიკერა. მის ამ „თავგანწირვას“ სხვა პატიმრებიც შეუერთდნენ.
„გორაძის წავსლის შემდეგ, ციხეში „პალაჟენეცი“ საშა პოზნიაკი გახდა. მას „პალაჟენეცობა“ სწორედ გორაძემ უბოძა და ახლა ის ნომერ პირველი პატიმარია. უფრო მეტიც, ის მცირე დრო, რაც ლავასოღლიმ გისოსებსმიღმა გაატარა, საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მთელ ბელორუსულ კრიმინალურ სამყაროში ნამდვილ ლეგენდად ქცეულიყო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ გორაძეს ბელორუსი ახლა ხელში უჭირავს და სადაც უნდა იყოს, მისი ერთი სიტყვა საკმარისია სიტუაციის სრულად სამართავად“, - ბელორუს სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს იქაური მედია.
2. ლაშა შუშანაშვილი - რუსთავსკი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან 10 "კრიმინალური ავტორიტეტი", მათ შორის ლაშა შუშანაშვილი შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ იფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს გვერდზეა განთავსებული.
სამინისტროს ინფორმაციით, სანქციების მიზანი კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლაა. უწყების ინფორმაციის თანახმად, სიაში ასევე მოხვდნენ ვასილი ქრისტოფოროვი ("ვასკრესი"), კამჩიბეკ კოლბაევი ("კამჩი ბიშკეკსკი"), ვლადისლავ ლეონტიევი, ვადიკ ბელი, იური ფიჩუგინი ("პიჩუგა"), რუბენ თათულიანი ("რობსონი"), ალიმჟან ტოქტახუნოვი ("ტაივჩიკი"), ვლადიმერ ტიურინი ("ტიურიკი") და გაფურ რახიმოვი.
„რუსთავსკი“ სლავური ქურდული დაჯგუფების ნათლიმამის, იაპონჩიკა მფარველობით სარგებლობდა. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ერთ-ერთ გავლენიან კრიმინალთან - ასლან უსოიანთან. სწორედ შუშანაშვილი მართავდა “ძედ ჰასანის'' იმპერიას. ის ასევე მთავარი ფიგურაა “ძედ ჰასანისა'' და ტარიელ ონიანის კლანებს შორის დაპირისპირებაში.
3. შაქრო კალაშოვი
აშშ-ის შავ სიაში ისიც მოხვდა.
ესპანეთი, რუსეთი, ამერიკა - ეს ის ქვეყნებია, სადაც კალაშოვი „მუშაობდა“. მას ბრალად ედება ფულის გათეთრებაც, 2006 წელს საქართველოს სასამართლომ კალაშოვს დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
4. გეგეჭკორების „ქურდული დინასტია“
რუსლან გეგეჭკორს კრიმინალურ წრეებში „შლიაპა უმცროსის“ სახელით იცნობენ.
გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი გახლავთ მამამისი, როლანდ გეგეჭკორი, იგივე „შლიაპა“.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ „კანონიერი ქურდები“ იყვნენ რუსლან გეგეჭკორის ბიძა, რაულ გეგეჭკორი და ბაბუა ნოე გეგეჭკორი. შესაბამისად, რუსლან გეგეჭკორი „მე-3 თაობის ქურდია...“
თავად რუსლან გეგეჭკორმა ე.წ. „ქურდის სახელი“ 2014 წელს 27 წლის ასაკში მიიღო.
მისი „კურთხევა“ კუნძულ კვიპროსზე მოხდა. გეგეჭკორი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის „დედ ჰასანის“ კლანის წევრებმა, მერაბ მზარელიამ, მერაბ ფიფიამ, მერაბ „სოხუმსკიმ“ და გიორგი ელერჯიამ მონათლეს.
როგორც მედიისთვისაა ცნობილი, გეგეჭკორს დაპირისპირება ჰქონდა ჩეჩენ ე.წ. კანონიერ ქურდებთან.
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
რუსეთის ქალაქ ტუვის ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რუსლან გეგეჭკორი იგევე „რუსლან ზუგდიდსკი“ და ჩრდილო კავკასიელი მუსლიმანი კრიმინალური ავტორიტეტები.
საინფორმაციო სააგენტო „როსბალტის“ ინფორმაციით, გეგჭკორმა არასახარბიელოდ მოიხსენია ჩეჩნები, რის გამოც ერთ-ერთმა ჩეჩენმა ხელი გაარტყა.
ამავე დღეს გეგეჭკორი, 20 პატიმართან ერთად, შეიჭრა კოლონიის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში და ფიზიკურად გაუსწორდა 8 ჩეჩენს.
მომხდარის შესახებ მალევე გაიგეს ჩეჩნურ დიასპორაში...
სააგენტოს წყაროს ცნობით, ჩეჩნები გეგეჭკორის კრიმინალურ ავტორიტეტთა ოჯახს ემუქრებონენ.
29 წლის რუსლან გეგეჭკორი 2016 წლის 29 მარტს დააკავეს.
ჩხრეკისას მას 0,7 გრ ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი აღმოაჩნდა.
მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა, 2016 წლის 5 ივნისს მოსამართლემ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
4. გიორგი კილაძე - ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდი“
ბულგარეთიდან უკრაინაში ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ექსტრადირება განხორციელდა.
გიორგი კილაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „გეგა ოზურგეთსკის“ სახელით იცნობენ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდია“. მისი ე.წ. „კურთხევა“ 2013 წელს, 21 წლის ასაკში მოხდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკრაინას მასზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. „გეგა ოზურგეთსკი“ ერთი წლის წინ ბულგარეთში დააპატიმრეს და უკრაინული მხარის მოთხოვნით კიევში გაამგზავრეს. მას ხელბორკილები ბორისპოლის აეროპორტში დაადეს.
გეგა დაახლოებით, იმ ასაკისაა, რამდენისიც 90-იანების გავლენიანი ქურდების შვილები.