Digest Logo

„5 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ბიძაშვილი სექსუალურად მავიწროვებდა“... - უცნობი ამბავი

1621159588
ლენტი ავარია

სოციალურ ქსელში გვერდი „დამიცავი • პატარა ვარ“ უცნობი ადამიანების ისტორიებს ანონიმურად გვიყვება. აქ მოქალაქეები  ნებისმიერი ძალადობის შესახებ წერენ, იხსენებენ ისტორიებს რომლებიც გადახდათ და ერთმანეთს ამხნევებენ.

 

„გამარჯობა, მინდა ჩემ მდგომარეობაზე მოგიყვეთ.

ახლა და ყოველ საღამოს მახსენდება, თუ როგორ მავიწროვებდა ბიძაშვილი სექსუალურად, როდესაც 5 წლის ვიყავი...

ცრემლები მახრჩობს...

ასევე ზიზღი მიჩნდება ჯერ საკუთარი თავის და შემდეგ სხვა ყველაფრის მიმართ.

მძულს ბიძაშვილი, ყველა მისნაირი მოძალადე, ვინც ჩვენ ამ დღეში გვაგდებთ...

შეიძლება ჩვენ ვერა, მაგრამ ღმერთი ყველას იმას მოგცემთ, რაც დაიმსახურეთ...

არავინ მყავს, ვისაც ჩემზე მოვუყვები ან იმაზე, რას ვგრძნობ...

ყველა ჩემნაირს: ყველაზე ძლიერები ხართ, არ გიცნობთ, მაგრამ უკლებლივ ყველა მიყვარხართ.
და არ დაგავიწყდეთ სამომავლოდ შვილებისთვის იმის სწავლება, რაც ჩვენ მშობლებმა ვერ გვასწავლეს:
არავის აქვს უფლება, ჩვენ მომავალ შვილებს ზედმეტად შეეხოს.

ყველაზე მეტად ის ხალხი მძულს, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ჩვენ ვარსებობთ.

დიახ, ჩვენ ვარსებობთ!

სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით, მანამდე ვერც დაიჯერებთ, რამხელა ტკივილი დაგვაქვს თან,
მაგრამ არავის გისურვებთ ამ ტკივილის განცდას“,- ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.