Digest Logo

„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში კანფეტისთვის გავყევი... ლოგინზე მომიჯდა და ხელით შეხება დამიწყო“

1632685774
ძალადობა

სოციალურ ქსელში გვერდი „დამიცავი პატარა ვარ“ აქვეყნებს მძიმე ისტორიას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე წლის წინ მოხდა. 

ამბავი სექსუალურ ძალადობაზეა, სადაც 6 წლის გოგოზე 44 წლის კაცმა იძალადა. 

„მოგესალმებით! ახლა 20 წლის ვარ და 14 წლის წინ მომხდარი ამბავი გამახსენდა...

სოფელში გავიზარდე, უსახსრო ოჯახში, სადაც კანფეტი ფუფუნება იყო.
ჩვენ გვერდით ცხოვრობდა კაცი, დაახლოებით 44 წლამდე.

ერთხელ, როცა სათამაშოდ მივდიოდი, მან გზაზე გამოიარა და მკითხა, რას აკეთებ, კანფეტი არ გინდაო?
როგორც აღვნიშნე, კანფეტი რაღაც ბავშვური სურვილი იყო ჩემი. ამიტომ გავყევი (იმედია, არ გავიკიცხები ამის გამო).

სახლში არავინ იყო ოთახში შემიყვანა. საწოლზე დამსვა და მითხრა, მალე მოვიდოდა.
2 წუთის შემდეგ კანფეტით ხელში შემოვიდა და მომცა მაგრამ გვერდით მომიჯდა და სხვადასხვა ადგილებზე ხელით შეხება დამიწყო.

ალბათ მივხვდი, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა. ვიყვირე, მაგრამ უშედეგოდ...
ტკივილი, გაღვიძება და ისევ ტკივილი შეშინებული და ატირებული მე, კმაყოფილი ის და გრძნობა, რომ რაღაც საშინელი ჩავიდინე...

აქამდე ეს არავისთვის მითქვამს, გარდა ჩემი საუკეთესო მეგობრისა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ცდილობს, ეს საშინელი ფრაგმენტი დავივიწყო, მაინც არ ამოდის ტვინიდან...“- ვკითხულობთ წერილში.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი

47 წლის კაცი მარტოხელა გოგოებს „ტროსტით“ სცემდა და შემდეგ ახრჩობდა - შემზარავი დანაშაული, რომელმაც 58 ქალის სიცოცხლე შეიწირა

ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი 9 წლის ბავშვი სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა - სასტიკი მკვლელობა, რომელმაც საქართველო შეძრა